ქუთაისში ორი ახალი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გაიცა – სად და ვინ ააშენებს ახალ ობიექტებს?

2015 წელს ქუთაისში ორი ახალი სასტუმრო აშენდება. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ ქალაქის მერმა ქუთაისიპოსტთან საუბრისას განაცხადა. მურღულიას განცხადებით, ორივე სასტუმროს მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემულია.
36986702shitriti_logo (2)

ქუთაისის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ ახალი სასტუმროები ნიკეასა და გრიშაშვილის ქუჩებზე აშენდება.
ნიკეას ქუჩაზე, რესტორან “ძველი იმერეთის” მიმდებარედ სასტუმროს შპს “ზიმ სითი” აშენებს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კომპანია 2013 წელსაა დარეგისტრირებული. “ზიმ სითის” პარტნიორები რესტორან “ძველი იმერეთის” მფლობელები არიან.
რაც შეეხება მეორე სასტუმროს, ის გრიშაშვილის ქუჩაზე, ყოფილი დიეტური სასადილოს ადგილზე აშენდება, რომელსაც თბილისური კომპანია შპს “ნიუ თბილისი” ააშენებს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, “ნიუ თბილისი” 2013 წლის ოქტომბერში დარეგისტრირდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი დანიელ მერეკლიშვილია.
მერიის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ “ნიუ თბილისმა” პროექტირების პირველი სტადია უკვე გაიარა და სამშენებლო დოკუმენტის პროექტს მერიაში უახლოეს დღეებში წარადგენს. თუმცა, თვითმმართველობის პირობის თანახმად, კომპანიამ სამუშაოები მოკლე დროში უნდა დაასრულოს.
ქუთაისის მერის ინფორმაციით, აღნიშნული სასტუმროების გარდა, შესაძლოა სასტუმროები სხვა ადგილებზეც აშენდეს. როგორც მურღულიამ განაცხადა, მერია ებრაულ კომპანია “შიტრიტ ჯგუფთან”, მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე “შიტრიტ ჯგუფმა” ქუთაისში სასტუმროების ქსელის მშენებლობისთვის სხვადასხვა ტერიტორიაზე 13 ობიექტი 3 143 000 ლარად შეიძინა. კომპანიას აღნიშნული ობიექტებიდან სამ მათგანზე სამშენებლო სამუშაოები 2013 წლის 1 იანვრისთვის უნდა განეხორციელებინა. თუმცა, მითითებულ ვადებში “შიტრიტ ჯგუფმა” ქუთაისში მხოლოდ სასტუმრო “Empire” დაასრულა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კომპანიამ მშენებლობები სხვა ობიექტებზე შეაჩერა.
“შიტრიტ ჯგუფთან” მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იმედი მაქვს, რომ ის ჯგუფი ისევ შემობრუნდება ქუთაისში” – განაცხადა შოთა მურღულიამ.
ქუთაისის მერის განცხადებით, ებრაული კომპანიის წაარმომადგენლები ქალაქში უახლოეს პერიოდში ჩამოვლენ. კომპანია “შიტრიტ ჯგუფი” ამერიკელი ბიზნესმენის, შიმონ შიტრიტის საკუთრებაა. შიმონ შიტრიტი ამავე დროს ქუთაისი საპატიო მოქალაქეცაა.

დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s