წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ -ს ექსპერტთა ჯგუფი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

მარიამ ჯიშკარიანი და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ -ს ექსპერტთა ჯგუფი საგანგებო განცხადებას ავრცელებს გედევან ფოფხაძისა და სხვათა საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვით „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკისას საკმარისი იქნება გამომძიებლის სიტყვიერი განკარგულება“.
cms-image-000031084

“ქუთაისიპოსტი” განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ცენტრი „ემპათია“ -ს ექსპერტთა ჯგუფი კატეგორიულად გმობს აღნიშნულ ინიციატივას და ამ ნაბიჯს საბჭოთა წარსულში დაბრუნებად განიხილავს. ეს ცვლილება გამოიწვევს პიროვნების უფლებათა უხეშ დარღვევებს და გახდება „კანონიერი“ იარაღი მიკერძოებული სამართლისა და პირადი ან/და პოლიტიკური ანგარიშსწორებისა. ამავდროულად ჩვენთვის გაუგებარია, კანონპროექტის ინიცირება იმ პარლამენტართა მხრიდან, რომელნიც წესით ადამიანის უფლებათა დაცვის კანონმდებლობის გაუმჯობესებით უნდა იყვნენ დაკავებულნი, და თანაც, ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც წამების ფაქტების გამოძიებისა და დაუსჯელობასთან ბრძოლის მიმართულებით არც საკანონმდებლო და არც პრაქტიკულ დონეზე გაუმჯობესება არ არის.

ეს ცვლილება კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს პოზიციას იმის თაობაზე, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს ლუსტრაციის კანონის ინიცირება პარლამენტში და ასევე წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმი უნდა გამოეყოს სახალხო დამცველის აპარატს, რათა ქვეყანაში დაცული იქნას ბალანსი და ობიექტურობა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, ასევე ჩამოშორდეს მმართველობას ის ადამიანები თუ ჯგუფები, რომელნიც „საბჭოთა წარსულში“ დაბრუნებისკენ არიან მოტივირებულნი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ცენტრი „ემპათია“ -ს ექსპერთა ჯგუფი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილსა და საქართველოს პარლამენტის წევრებს: არ დაუშვან მსგავსი „საბჭოთა“ საკანონმდებლო ცვლილება, ასევე დაიწყონ მსჯელობა და ინიცირება ლუსტრაციის კანონთან დაკავშირებით, ასევე წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმის სახალხო დამცველის აპარატიდან გამოყოფის თაობაზე. ეს გახლავთ ის აუცილებელი მინიმუმი რაც საქართველოს „საბჭოთა“ გადახვევის საფრთხისაგან დაიცავს,” – ნათქვამია განცხადებაში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s