გამათავისუფლეს რადგან “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვარ – ბრალდება ქუთაისის მერიას

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გია თევდორაძე ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს.
მისი თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობაში კონკურსზე ადამიანები “ქართული ოცნების” გემოვნებით დაინიშნენ.

gia
“ადამიანები დანიშნეს არაკომპეტენტურობით, თუმცა “ქართული ოცნების” გემოვნებით. ეს არის პოლიტიკური ნიშნით შერჩევა”, – განმარტა ბრიფინგზე თევდორაძემ.
მისი თქმით, პოლიტიკური ნიშნით მოხდა მერიის თანამშრომლების ანრი თევდორაძისა და შიო მელაძის გათავისუფლება.
“იყო ზეწოლა, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დამეწერა. თუმცა, ეს არ გავაკეთე, რის გამოც, მიზეზად სამსახურის გაცდენა 3 და 4 იანვარს დამისახელეს და გამათავისუფლეს. ეს თავად სამსახურის უფროსმა, ბაქარ ჭეიშვილმა გააკეთა ქალაქის მერის დამოწმებით. გამათავისუფლეს რადგან “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვარ”, – განუმარტა ჟურნალისტებს, შიო მელაძემ.
აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებენ ქუთაისის მერიაში.
“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ანალოგიური შემთხვევები ვანის მუნიციპალიტეტშიც ხდება.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s