პროექტი „კინო სკოლაში“ საქართველოს 80 სკოლაში განხორციელდება

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აგრძელებს კინოგანათლების ხელშეწყობის პროგრამის „კინო სკოლაში” განხორციელებას. წელს პროექტი 80 სკოლაში განხორციელდება. თუმცა კინოცენტრში განაცხადი ასობით სკოლამ შეიტანა.
kinocentri

„მოგეხსენებათ ბევრ რეგიონში არ არის კინოთეატრი, ტელევიზორებშიც ნაკლებად ჩანს კინოკლასიკა. კინოგანათლებაზე არავინ ზრუნავს, ეს სეგმენტი იგნორირებულია. ამიტომ კინოცენტრმა გადაწყვიტა ამისთვის ყურადღება მიექცია“, – აღნიშნავს „კინო სკოლაში“ პროექტის ერთ-ერთი ავტორი, კინომცოდნე თეა გაბიძაშვილი.
როგორც კინოცენტრში აცხადებენ, პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში უფროსკლასელთათვის (მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასები) ქართული და მსოფლიო კონოს საეტაპო ფილმების ჩვენებების მოწყობა და ჩვენების შემდგომი დისკუსიის გამართვა.
სპეციალისტები ვინც ამ პროექტში ჩაერთვებიან კონკურსის გზით შეირჩევიან. განაცხადის მიღების ბოლო ვადა 20 იანვარია.
პროექტი 2014 წელს დაიწყო და მასში 60- მდე სკოლა იყო ჩართული.
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s