ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

ქუთაისის მერიის სიციალური უზრუნველყოფისა და ჯანდაცვის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. ამ თანამდებობაზე გია ჩიჯავაძე ქალაქის მერმა თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.
სოც

ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განმარტებით, ორკვირიანი ფიქრის შედეგად, თუ ვინ უნდა დაენიშნა ზემოთ აღნიშნულ თანამდებობაზე, არჩევანი გია ჩიჯავაძეზე მისი გამოცდილების და კომპეტენტურობის გამო შეაჩერა. შოთა მურღულიამ მადლობა გადაუხადა წინამორბედ უფროსს, ზურაბ მარგველაშვილს.
“მარგველაშვილმა პატარა ცვლილებები შეიტანა სამსახურის მუშაობაში, ინფრასტრუქტურა ოდნავ მოაწესრიგა, რისთვისაც მადლობას ვუხდით. ვფიქრობ, ჩიჯავაძე დაკავებულ თანამდებობას თავს კარგად გაართმევს. მე მქონდა ამ გუნდთან შეხება კონკურსის შემდეგ და ეს ერთ-ერთი წარმატებული გუნდია. ახალ ხელმძღვანელთან საერთო ენას აუცილებლად გამონახავენ,” – განმარტა წარდგენისას ქალაქის მერმა.
გია ჩიჯავაძე 1952 წელსაა დაბადებული. მან ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა. 1991-1993 წლებში სამხედრო ვაჭრობის გენერალური დირექტორის მოადგილე იყო, 1993 წლიდან დან 2000 წლამდე კი თავდაცვის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დასავლეთ საქართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა. ასევე, გახლდათ საგარეო ეკონომიურ ურთიერთობათა რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2004-2008 წლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტი ეჭირა. 2008-2010 წლებში კი სოციალური უზრუნველყოფის, ჯანდაცვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s