ქუთაისის საბავშვო ბაღები სასწავლო პროცესს განახლებული რეჟიმით დაიწყებს

ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 26 იანვარს განახლდება. საბავშო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლებული რეჟიმით დაიწყება. ბაღებში იანვრიდან ორჯერადი კვების ნაცვლად, სამჯერადი კვება იქნება. ასევე, იქნება ორი ცვლის პედაგოგები, რისთვისაც ქალაქში არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პედაგოგები დამატებით უნდა შეირჩეს.
bagiiiiiii

ქუთაისის ააიპ სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ საბავშვო ბაღებში აღნიშნული ცვლილება ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოხდა.
ააიპ გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილის (მეთოდურ დარგში) მაკა დოღონაძის განმარტებით, საბავშვო ბაღებში ორი ცვლის შემოღება აუცილებელია, რადგან, მისივე თქმით, საბავშვო ბაღებს ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს.
ქუთაისში არსებულ საბავშვო ბაღის 35 ფილიალში დარეგისტრირებულ 9650 აღსაზრდელზე 294 აღმზრდელი მუშაობს. სწორედ, ამდენივე პედაგოგია საჭირო მეორე ცვლისთვის. პირველი ცვლის ანუ დღის ცვლის აღმზრდელს დილის 9:00 საათიდან 15:00 საათამდე მოუწევს მუშაობა, ხოლო მეორე ცვლის პედაგოგს – 15:00 საათიდან 18:00 საათამდე. ააიპ გაერთიანების დღისა და ღამის აღმზრდელებს განსხვავებრული ანაზღაურება ექნებათ. თუმცა, კონკრეტულად რამდენი, ეს ამ დროისთვის უცნობია. ამ ეტაპზე კი, ქუთაისში საბავშვო ბაღის აღმზრდელების შრომითი სარგო 280 ლარს შეადგენს.
ქუთაისში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ორი ცვლა, დაახლოებით 10 წლის წინ გააუქმეს. საბავშო ბაღებში მეორე ცვლის გაუქმების მიზეზად მაშინ ბაღებში ბავშვების არასაკმარისი რაოდენობა დასახელდა.
ქუთაისის მერიამ მიმდინარე წელს ააიპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას 8 მილიონი ლარი გამოუყო, რაც 5 მილიონი ლარით მეტია გასული წლის დაფინანსებათან შეადრებით.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s