ქუთაისში საბავშვო ბაღების პედაგოგებს არჩევენ

ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ააიპ გაერთიანებაში ამ დროისთვის პედაგოგობის მსრუველთა 1300-ზე მეტი განცხადებაა შესული. პედაგოგების დამატებით შერჩევა განხორციელებულ ცვლილებებს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც ქალაქში არსებულ საბავშვო ბაღებში პედაგოგები ორ ცვლაში იმუშავებენ.
c8cr3kf5vkpo9sr

“ჩვენ ოფიციალურად არ გამოგვიცხადებია კონკურსი. ჩვენთან ყოველთვის წერდნენ განცხადებას. მაგრამ მას შემდეგ რაც ქალაქის მერმა გაახმოვანა, რომ მეორე ცვლის პედაგოგები იყო საჭირო, უფრო მასშტაბური გახდა განცხადებების შემოტანა”, – განმარტავენ სკოლამდელი დაწესბულების ააიპ გაერთიანებაში.
ამ დროისთვის ააიპ გაერთიანებაში საბავშვო ბაღში დასაქმების მსურველთა მიერ განცხადების შეტანასთან ერთად, მათი გადახედვა-გადარჩევა მიმდინარეობს. საბოლოოდ კი, მეორე ცვლის პედაგოგს სპეციალურად შექმნილი კომისია, გასაუბრების შედეგად შეარჩევს. თუმცა, როგორც ააიპ გაერთიანებაში ირწმუნებიან, ამდროისთვის უცნობია რამდენკაციანი იქნება კომისია ან კონკრეტულად, ვინ იქნება კომისიის წევრი.
გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილის, მაკა ნაცვლიშვილის განმარტებით, სავარაუდოდ კომისიის შემადგენლობა ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობი ორგანიზაციისა და შესაბამისი ააიპ გაერთიანების წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული.
ქუთაისში არსებულ საბავშვო ბაღის 35 ფილიალში დარეგისტრირებულ 9650 აღსაზრდელზე 294 აღმზრდელი მუშაობს. სწორედ, ამდენივე პედაგოგია საჭირო მეორე ცვლისთვის.
ქუთაისში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ორი ცვლა, დაახლოებით 10 წლის წინ გააუქმეს. საბავშო ბაღებში მეორე ცვლის გაუქმების მიზეზად მაშინ ბაღებში ბავშვების არასაკმარისი რაოდენობა დასახელდა.
ქუთაისის მერიამ მიმდინარე წელს ააიპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას 8 მილიონი ლარი გამოუყო, რაც 5 მილიონი ლარით მეტია გასული წლის დაფინანსებათან შეადრებით.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s