საახალწლო აქტივობებიდან ქუთაისის მერიამ ყველაზე მეტი ბანერებსა და ნობათებში გადაიხადა

ქუთაისის მერიამ წლევანდელ საახალწლო ღონისძიებებში 18 ათასით მეტი გადაიხადა, ვიდრე შარშან. მერიამ ათამდე ივენთში და ივენთებში მონაწილეთა ჰონორარებში 48 401 ლარი გაიღო (გასული წლის საახალწლო ბიუჯეტი 30 ათას ლარს შეადგენდა).
axali

აღნიშნული აქტივობებიდან ყველაზე ძვირი საახალწლო ბანერები ( 6450 ლარი) და ბავშვებისთვის საახალწლო ნობათები (6998 ლარი ) დაჯდა. ყველაზე მაღალი ჰონორარი კი საახალწლო მსვლელობებისა და კონცერტების რეჟისურაში გადაიხადეს – 2000 ლარი. საახალწლო ღონისძიებებში მონაწილე ნიღბების, ბერიკული, თოჯინური და პანტომიმის თეატრის წარმომადგენელთა, ასევე თოვლის ბაბუას საერთო ჰონორარმა – 8385 ლარი შეადგინა. შედარებით იაფი აღმოჩნდა 31 დეკემბრის ღამის საახალწლო კონცერტში მონაწილეთა შესრულებული სამუშაო -კონცერტში მონაწილე ინდირა ჯგერნაიას, სამი ჯგუფის, სახელმწიფო ანსამბლის, შავფაროსნებისა და წამყვანების ჰონორარმა ჯამში 6400 ლარი შეადგინა. მერიას უფრო მეტი დაუჯდა 5 იანვრის საახალწლო კონცერტი თბილისელი და ადგილობრივი არტისტების მონაწილეობით. კონცერტის ათ მონაწილეს 8 128 ლარი გადაუხადეს.
წლევანდელ სიახლეში, პირველი სკოლის ტერიტორიაზე განლაგებულ საბავშვო ქალაქში, მერიამ 6 620 ლარი გადაიხადა, ხოლო გოზინაყი – 920 ლარი დაჯდა.
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s