ქუთაისში შესაძლებელია მუზეუმების რიცხვი გაიზარდოს

ქუთაისის თვითმმართველობა მხატვრებისა და მოქანდაკეების დავით კაკაბაძის, გივი ბრეგაძის, არსენ ფოჩხუას, გოგილო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისთვის მუზეუმის სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის. შესაბამისად, ქუთაისში შესაძლებელია მუზეუმების რიცხვი გაიზარდოს.
10731189_1524432874440458_1421707202528495820_n

თუმცა, როგორც მერიაში განმარტავენ სახლ-მუზეუმის სტატუსის მინიჭება სახლის სახელმწიფო მფლობელობაში გადაცემას გუმისხმობს, რაც სახლ-მუზეუმების მეპატრონეებისა და მემკვიდრეების მხრიდან წიააღმდეგობას აჩენს.
„გივი ბრეგაძის მეუღლეს ქონდა სურვილი, რომ სახლს მინიჭებოდა მუზეუმის სტატუსი, მაგრამ როდესაც გაიგო რომ სახლი სახელმწიფოსი ხდებოდა, უარი განაცხადა. იგივე თქვა გოგილო ნიკოლაძის მეუღლემაც. ჯერჯერობით ოჯახის წევრები არ არიან თანახმანი სახლის სახელმწიფო მფლობელობაში გადაცემის, რაც ავტომატურად გამორიცხავს სახლისთვის მუზეუმის სტატუსის მინიჭებას“, – აღნიშნა ქუთაისის მერიის განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილობის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი ცხვედიანმა.
ირაკლი ცხვედიანის თქმით, გოგილო ნიკოლაძის სახლში არსებობს ბევრი შედევრი, რომელსაც მოვლა-პატრონობა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა ჭირდება.
მერიაში აღნიშნავენ, რომ ამ საკითხებზე მუშაობს ქალაქის თვითმმარველობა და ისინი სავარაუდოდ წელს გადაწყდება.
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s