22 წლის შემდეგ ვანში ახალი სკოლა შენდება

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანში ახალი სკოლის მშენებლობის პროცესი განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე იოსებაშვილმა მოინახულეს.
სოფელში უკვე 22 წელია, რაც სკოლა ყოფილი საკრებულოს შენობაში არის განთავსებული, რომელიც სავავალო მდგომარეობაშია და სასწავლო პროცესისთვის შეუფერებელი ინფრასტრუქტურა აქვს.
10941710_868262433197143_1467618802_n
Continue reading

ქუთაისში სოციალურად დაუცველი როხვაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს (ვიდეო)

ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი დალი როხვაძე მძიმე ავადმყოფობის გამო აუტანელი ტკივილებით იტანჯება.
როგორც დალი როხვაძის შვილები განმარტავენ, იმისთვის რომ ავადმყოფ დედას ტკივილები გაუყუჩდეს, ყოველ თვეში 1000 ლარამდე ღირებულების მედიკამენტები სჭირდება.
როხვაძეების ოჯახმა დახმარებისთვის ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახურს მიმართა, თუმცა როგორც როხვაძეები ამბობენ, ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურიდან დახმარება ამ დრომდე ვერ მიიღეს.
Continue reading

ქუთაისში პარკირების ადგილებზე გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა

ქუთაისში ერთ ლოტად გამოტანილი ავტომანქანების პარკირების ადგილებზე გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა. ქუთაისის მერიამ აღნიშნული აუქციონი 2014 წლის 11 ნოემბერს, პარკირების საერთო და სპეციალურ ადგილებზე (227 ადგილი), სასყიდლით გადაცემის მიზნით გამოცხადდა. თუმცა, ერთ ლოტად გატანილი პარკირების ადგილებით არავინ დაინეტრესებულა, რის გამოც აუქციონი ჩაიშლა.
parking
Continue reading