22 წლის შემდეგ ვანში ახალი სკოლა შენდება

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანში ახალი სკოლის მშენებლობის პროცესი განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე იოსებაშვილმა მოინახულეს.
სოფელში უკვე 22 წელია, რაც სკოლა ყოფილი საკრებულოს შენობაში არის განთავსებული, რომელიც სავავალო მდგომარეობაშია და სასწავლო პროცესისთვის შეუფერებელი ინფრასტრუქტურა აქვს.
10941710_868262433197143_1467618802_n

ახალი სკოლის მშენებლობისთვის 1 279 459 ლარი არის გამოყოფილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “პარმაღი” ახორციელებს. აღნიშნული კომპანია 18 დეკემბრიდან შეუდგა მუშაობას. სამშენებლო სამუშაოები სწრაფ ტემპში მიმდინარეობს. კომპანიის მიერ შემოტანილია საჭირო საამშენებლო მასალები და პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
სოფელ ზედა ვანში ახალი სასწავლო წლისთვის უკევ იქნება თანამედროვე ტიპის სკოლის ახალი, ორსართულიანი შენობა, რომელიც დაახლოებით 200 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლით ზედა ვანის მოსზღვრე სოფლების: გადიდისა და ონჯოხეთის მცხოვრებლებიც ისარგებლებენ.
ზედა ვანში სკოლის მშენებლობა ჯერ კიდევ 90 – იან წლებში დაიწყო, თუმცა შემდეგ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო პროცესი აღარ გაგრძელებულა. მშენებლობა 2012 წლის სექტემბერში განახლდა, ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ მომზადებული იყო პროექტიც, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო მშენებლობა მალევე შეჩერდა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s