ქუთაისის მერია ერთი წლის მანძილზე სატელევიზიო-სარეკლამო მომსახურებაზე 40 000 ლარს დახარჯავს

მიმდინარე წლის 15 იანვარს ქუთაისის საკრებულოსა და მერიის სატეევიზიო-სარეკლამო მომსახურებისთვის 40 000 ლარად ღირებული ტენდერი გამოცხადდა.
tenderi2

სატენდერო ხელშეკრულების მიხედვით, გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს ქუთაისის საკრებულოს 28 სხდომის პირდაპირი ტრანსლირება და მათი ჩანაწერის ტექნიკური უზრუნველყოფა, 7 სატელევიზიო რეკლამის დამზადება და ეთერში გაშვება, რომელთაგან ერთი რეკლამა ეთერში 10 დღის მანძილზე უნდა გავიდეს.
ასევე, ხელშეკრულება ითვალისწინებს 44 განცხადებისა და 15 აუქციონის შესახებ ინფორმაციის გამოცხადებას, ხოლო მორბენალი სტრიქონის სახით 16 განცხადების განთავსებას. ტენდერში გამარჯვებულმა პირმა აღნიშული მომსახურება ხელშეკრულების დადებიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაწიოს.
აღნიშნულ ტენდერზე წინადადებების მიღება 2015 წლის 22 იანვარს დასრულდება.
დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s