ქუთაისში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქუთაისში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე ჩან შუენი ჩ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა (1)

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირის N33-ში ფართი იქირავა, სადაც ე.წ. ჩინური მასაჟის სალონი გახსნა. იგი სალონში მომუშავე, ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქე ქალბატონებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ფართს პროსტიტუციისთვის გადასცემდა. ე.წ. ჩინური მასაჟის სალონის ჩხრეკისას ამოღებულია პროსტიტუციის შედეგად მიღებული 2895 ლარი.

სამართალდამცველებმა სალონში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით დაკითხეს. ოთხი ქალბატონი პროსტიტუციისთვის დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172-ე პრიმა-3 მუხლით.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s