ვის სურს ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის რექტორობა?

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორის არჩევნები მიმდინარე წლის 23 თებერვალს გაიმართება. ამ დროისთვის სასწავლებლის საარჩევნო კომისიაში საბუთების შეტანა მიმდინარეობს, რომელიც მიმდინარე წლის 8 იანვარს დაიწყო და 22 იანვრამდე გაგრძელდება. ჯერჯერობით, რექტორობის მსურვილი მხოლოდ ორი ადამიანია.
uniiiii

წერეთლის უნივერსიტეტის რექტორობა სურს გიორგი ღავთაძეს, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის მოქმედი რექტორია და მეორე, შერმადინ (ბესიკ) მიქელთაძემ.
ღავთაძემ აღნიშნული სასწავლების რექტორის პოსტი პირველად 2011 წელს დაიკავა. უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ის ოთხი წლის ვადით აირჩია. რაც შეეხება, შერმადინ მიქელთაძეს, ის 2013 წელს ქუთაისის მერობის ერთ-ერთი კონკურსანტი იყო.
ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელემწიფო უნივერსიტეტში საბუთების შეტანა მიმდინარე წლის 22 იანვარს იწურება.
თეკლე მორგოშია

Leave a comment