ქუთაისის მერის დეკლარირებული ქონება და შემოსავლები

ქუთაისის მერს, შოთა მუღულიას ქონებრივი დეკლარაცია სამჯერ აქვს შევსებული. მურღულიამ დეკლარაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის და მერის თანამდებობაზე ყოფნის დროს შეავსო.
shotttt-2

2012 წელს, მინისტრის მოდგილის პოზიციაზე შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მურღულიას საკუთრებაში იყო 90 კვ.მ ბინა თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე. მის საკუთრებაში გახლდათ მსუბუქი ავტომანქანა Mercedes Benz ML350 2003 წლის მოდელი, ხოლო მისი მეუღლის, თეონა შეყილაძის საკუთრებას წარმოადგენდა 1999 წელს გამოშვებული ავტომანქანა BMW 318.
ბინა საბურთალოს ქუჩაზე ამ დროისთვისაც მურღულიას საკუთრებას წარმოადგენს, ხოლო რაც შეეხება ავტომანქანა Mercedes Benz, 2015 წლის დეკლრაციის მიხედვით ის უკვე ქუთაისის მერის მეუღლის საკუთრებადაა მითითებული.
2012 წლის დეკლარაციის მონაცემებით, მურღულიას ყველაზე მაღალი სახელფასო შენატანი თი-ბი-სი ბანკში ერიცხებოდა 3893.35 ლარის სახით. ასევე, ნაღდი ფულის სახით მის საკუთრებას წარმოადგენდა 4000 აშშ დოლარი და 1000 ლარი.
შოთა მურღულიას ეკონომიკის ექსპერტის საქმიანობით სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, უცხოური და ადგილობრივი ორგანიზაციებიდან შემოსავლების სახით, 2012 წელს მიღებული აქვს 94 687 ლარი.
შევსებული დეკლარაციების მიხედვით, შოთა მურღულია არ ფლობს ბიზნესს და არც ერთ კომპანიაში წილი არ აქვს. სამაგიეროდ, მისი მეუღლე შპს „DMT“-ს 34%-იანი წილის მფლობელია. საჯარო რეესტრის მონაცემებით კომპანია „DMT“ კვების პროდუქტების მწარმოებელ საწარმოდ 2010 წელსაა დარეგისტრირებული.
2012 წლის მონაცემებით, მურღულიას „საქართველოს ბანკთან“ გაფორმებული ჰქონდა 30 000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი, ბინის შესაძენად, რაც 2015 წლის დეკლარაციაში ასახული აღარაა.
2014 წლის დეკლარაციით, მურღულიას მეუღლე, თეონა შეყილაძე იყო, ასევე, შპს „ეიჩ ბი ჯორჯია“-ს იურისტი, საიდანაც მას ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 10 500 ლარი. შპს „ეიჩ ბი ჯორჯია“ 2010 წელს, თბილისშია დარეგისტრირებული და მისი მფლობელი აზერბაიჯანის მოქალაქე, ჰიკმატ ბუტაევია. ამავე წელს შოთა მურღულიას, სხვადასხვა ორგანიზაციებიდან შემოსავლების სახით, მიღებული აქვს 91 295 ლარი.
2015 წელს, ქუთაისის მერის რანგში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მურღულიას ხელფასის სახით მიღებული აქვს 32 201 ლარი. მერის საქმიანობის პარალელურად, მურღულია სასწავლო საქმიანობას ეწევა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, საიდანაც მას 28 100 ლარი აქვს მიღებული. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, იურისტის პოზიციაზე დასაქმებულ ქუთაისის მერის მეუღლეს კი, გასულ წელს 3 740 ლარის ოდენობის ხელფასი აქვს მიღებული.
დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s