ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი – სწავლების დონე დაბალია

“ერთად წარმატებისაკენ“ – ასე ჰქვია ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატის, შერმადინ (ბესიკ) მიქელთაძის სამოქმედო გეგემას. აღნიშნული გეგმის მიზანია, უნივერსიტეტში ხარისხიანი უმაღლესი თანამდროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი განათლების დანერგვა და მისი სწავლება.
shermadini

“ჩვენს უნივერსიტეტში სწავლების დონე ძალიან დაბალია, ამას ადასტურებენ თავად სტუდენტები, კატასტროფულად დაბალია პროფესორ მასწავლებელთა ხელფასები, თუ არ მოხდა ხელფასების ზრდა, შეუძლებელი გახდება ქუთაისის უნივერსიტეტში მაღაკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებელთა შენარჩუნება, ვინაიდან თბილისში მათ სამჯერ მეტს უხდიან იგივე სამუშაოს შესრულებისათვის. საუბედუროდ ჩვენი უნივერსიტეტი არ არის არც ერთი საერთაშორისო რეიტინგის 500- სეულშიც კი, არსებული სტატუს ქვოს შენარჩუნების პირობებში, უნივერსიტეტი რეალურად 2-3 წელიწადში განწირულია დასახურად. დრო იცვლება, იცვლება გამოწვევები, მოთხოვნები, შესაბამისად ჩვენს უნივერსიტეტსშიც დადგა გარდაუვალი სისტემური და აუცილებელი ცვლილებების დრო”, – განმარტავს რექტორობის კანდიდატი.
მიქელთაძის განმარტებით, სასწავლებლის აკადემიურმა საბჭომ სწორედ მისი კანდიდატურა უნდა აირჩიოს. რადგან, “უნივერსიტეტის მთელ კოლექტივს ვთავაზობ ერთობას და უნივერსიტეტის საბოლოო წარმატებას”, – ირწმუნება შერმადინ მიქელთაძე.
წერეთლის უნივერსიტეტში ახალი რექტორის ასარჩევად არჩევენები მიმდინარე წლის 23 თებერვალს ჩატრდება.სასწავლებლის ხელმძღვანელი 4 წლიანი ვადით უნივერსიტეტის 19 კაციანმა საბჭომ უნდა აირჩიოს.
ამ დროისთვის განაცხადი რექტორობაზე მიქელთაძის გარდა, ამჟამად მოქმედ რექტორს, გიორგი ღავთაძესაც აქვს შეტანილი.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s