“საქართველოში მომხდარ ტერაქტს ცრემლები არ ერგო” – ვის აკისრებენ პასუხისმგებლობას ვაზაგაშვილის გარდაცვალებაზე?

პოლიტიკური პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის” წარმომადგენლებმა იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა მოაწყვეს.
gogi

“თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოგი წულაიას განცხადებით, ვაზაგაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან პროკურატურამ დროულად ვერ გამოიძია ყოფილი ხელისუფლების დროს გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილის შვილის საქმე.
“მოხდა თუ არა ეს ხელისუფლების დაკვეთით, მათი პასუხისმგებლობა მაინცაა. გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილი არა მარტო მისი შვილისთვის, არამედ სხვა უსამართლოდ მოკლული ადამიანებისთვისაც იბრძოდა. ვგმობთ საფრანგეთში მომხდარ ტერორისტულ აქტს, მაგრამ სამწუხაროა, რომ საქართველოში მომხდარ ტერაქტს ცრემლები არ ერგო,” – განაცხადა გოგი წულაიამ.
შეხვედრაზე ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს და მამა-შვილი ვაზაგაშვილების გარდაცვალების ფაქტების დროული გამოძიება მოითხოვეს.
“ვადანაშულებ ცენტრალურ ხელისუფლებას უმოქმედობაში, რადგან 2 წლის მანძილზე არაფერი გაკეთებულა დამნაშვეების დასასჯელად. ტერაქტები გაგრძელდება, რადგან ხელისუფლებამ დაკარგა ის ძალა, რაც მას ხალხმა მიანიჭა,” – განაცხადა “საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის” წარმომადგენელმა, სულხან ქობულაძემ.
დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s