ქუთაისელები ვაზაგაშვილის გარდაცვალებას შეკვეთილ მკვლელობად აფასებენ

იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება ქუთაისის მოსახლეობამ მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან გააპროტესტა. მოქალაქეები მომხდარ ფაქტს შეკვეთილ მკვლელობად აფასებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ პროკურატურიდან ძველი თანამშრომლები უნდა გაათავისუფლოს.
მერია

“რაც მოხდა იყო შეკვეთილი მკვლელობა. ის ფლობდა ბევრ ახალ ინფორმაციას და რამდენიმე საათში მოუსწრაფეს სიცოცხლე. მოვითხოვთ, ხელისუფლებამ “ნაციონალური მოძრაობა” გამოაცხადოს დამნაშავე რეჟიმად და პროკურატურა გაიწმინდოს ძველი კადრებიდან,” – განაცხადა “სამართლებრივად დაუცველთა კავშირის” თავმჯდომარემ, გელა ხუნდაძემ.
აქციაზე მყოფი მოქალაქეების განცხადებით, პროკურორები სისხლის სამართლის დამნაშავეებად უნდა გამოცხადდნენ.
“პროკურორები დამნაშავეები არიან, რომლებიც იმ ადამიანების გვერდით უნდა იჯდნენ საკანში, რომლებიც მათი დამსახურებით უდანაშულოდ იხდიან სასჯელს. არ გამოვრიცხავ, რომ მეც შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გავხდე,” – განაცხადა ქუთაისში მცხოვრებმა, სვეტლანა ახალაიამ.
დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s