ქუთაისის მერიასთან მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.
როგორც შშს-ში განმარტავენ, სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
ქუთაისის მერიასთან დღეს საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატს, კახაბერ დვალიშვილსა და მერიის დაცვის პოლიციის წარმომადგენელს შორის დაპირისპირება მოხდა. დეპუტატმა დაცვის პოლიციელს შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენა, როდესაც ამ უკანასკნელმა დვალიშვილს სთხოვა ავტომანქანა სხვა ადგილას დაეყენებინა.