წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი და კანდიდატი – ხმა სასწავლების წინსვლას უნდა მისცენ

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, გიორგი ღავათაძე, რომელიც ამავე დროს ჩასატარებელ არჩევნებში რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატია, განმარტავს, რომ სასწავლებელში სწავლების დონე საკმარისად მაღალი არ არის. თუმცა, მისივე თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სწავლების ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესებულია. ღავთაძე განმარტავს, რომ სასწავლებლის აკადემიურმა საბჭომ 23 თებერვალს სწორედ მეტ განვითარებას და წინსვალს უნდა მისცეს ხმა.
გიორგი

ღავთაძის მიერ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი ოთხწლიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით, მნიშვნელოვანი და პრიორიტეტი იქნება საერთაშორისო კავშირების გაღრმავება, სასწავლებლის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, უნივერსიტეტის სამსახურების სტრუქტურულ აღნაგობაში ცვლილებების განხორციელება, ასევე კადრების განვითარება და სტუდენტებზე და ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული სწავლების ორგანიზება.
კითხვაზე, თუ რა მნიშნველოვანი სიახლეები დანერგა სასწავლებელში ბოლო ოთხწლიანი რექტორობის განმავლობაში, ღავთაძე ამბობს, რომ: “ჩვენ შევძელით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა. გაცვლითი პროგრამების განხორციელება, როგორც სტუდენეტებისთვის, ასევე, ლექტორ-მასწავლებლებისთვის. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ჩამორჩენილია. თუმცა, სასწავლებელში არ არის სწავლების ის მაღალი დონე, რომელიც უნდა იყოს”, – განმარტავს წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი ღავთაძე.
ღავთაძე ირწმუნება, რომ მისი რექტორობის პერიოდში სასწავლებელში სტუდენტთა კონტიგენტი გაიზარდა. მისი ინფორმაციით, 2011 წელს სასწავლებელში 6000-მდე სტუდენტი ირიცხებოდა, ხოლო წელს მათი რაოდენობა 10 000-მდე არის გაზრდილი.
წერეთლის უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სასწავლებელმა 300-350 უცხოელი სტუდენტი მიიღო, ხოლო ამავე პერიოდში 150 ადგილობრივი სტუდენტი სხვადასხვა საერთაშორისო სასწავლებელში გაგზავნეს. რაც შეეხება, ლექტორ-მასწავლებლებს, უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ ოთხი წლის განმავლობაში სასწავლებმა 50-მდე უცხოელ პედაგოგს უმასპინძლა.
წერეთლის უნივერსიტეტში ახალი რექტორის ასარჩევად აკადემიური საბჭო არჩევენებს მიმდინარე წლის 23 თებერვალს ჩაატარებს. 19 კაციანმა საბჭომ სასწავლებლის ხელმძღვანელი 4 წლის ვადით უნდა აირჩიოს. ღავთაძის გარდა, უნივერსიტეტის რექტორობა კიდევ სამ ადამიანს სურს, მათ შორის არის ქუთაისის ყოფილი მერი, დიმიტრი კოპალიანი, უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, გიორგი ონიანი და ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი შერმადინ მიქელთაძე.
შერმადინ მიქელთაძის თქმით, უნივერსიტეტში სწავლების დონეა დაბალია, რომელიც სწავლების ხარისხიანი პროგრამების დანერგვით უნდა შეიცვალოს.
ხოლო რა გეგმები და პროგრამა აქვს დანარჩენ კანდიდატებს, “ქუთაისიპოსტი” ზემოთაღნიშნული ორი კანდიდატის მსგავსად, ინფორმაციას მათ პროგრამებისა და ხედვების შესახებაც შემოგთავაზებთ.

თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s