“დავიღუპეთ” – ქუთაისის მერი “ნაციონალ” დეპუტატს

ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია უკლებამ უმრავლეობას პასუხი მოსთხოვა თვითმმართველობის მიერ ზამთრისთვის შეძენილი სპეცტექნიკისთვის. უკლებამ იმის ახსნა მოითხოვა, თუ რა მდგომარეობაშია ახლა დიდთოვლობისთვის შეძენილი ტექნიკა.
sakrebulo

“ახლა სად გყავთ ის დამყაყებული სპეცტექნიკა, რომელიც თოვლის მოსვლის მოლოდინით ქალაქის ცენტრში გამოფინეთ. როგორც ელოდით, თოვლი არ მოვიდა. ამის შეძენა კი, ნამდვილად იყო არამიზნობრივი ხარჯი”, – განაცხადა გია უკლებამ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც ამდროისთვის მიმდინარეობს.
დეპუტატატის აღნიშნულ გამოსვლას კოლეგების მხრიდან სიცილი და ირონიული რეპლიკები მოჰყვა.
“დავიღუპეთ”, – ასე გამოეხმაურა საკრებულოს სხდომაზე დეპუტატის დაინტერსებას ქალაქის მერი, შოთა მურღულია.
“აქ ვინმეს შეგიძლიათ თქვათ, რატომ არ მოვიდა თოვლი?”, – ამ რეპლიკიით შეეცადა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი კოლეგის მიერ დასმული შეკითხვის პასუხის გაცემას.
საკრებულოს მეთერთმეტე რიგგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული, რვა საკითხი არის წარმოდგენილი.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s