„ნაციონალი“ დეპუტატი ქუთაისის მერს – სადაა „კანეცი“

ქუთაიისი საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ქალაქში პარკირების საკითხი გააკრიტიკეს. „ნაციონალებმა“ ქუთაისის მერს შეახსენეს, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაანონსებული პარკირების მოწესრიგება ამ დრომდე არ მომხდარა.
sakrebulo

„თქვენს მიერ ზარ-ზეიმით დაანონსებული პარკირების ტენდერი რამდენჯერმე ჩავარდა, რის შედეგადაც სახეზე გვაქვს ქალაქში არალეგარული პარკირება. სად მიდის ის თანხები, რასაც ახლა მოსახლეობა იხდის, სადაა ამ თანხების კანეცი?“ – აღნიშნა საკრებულოს „ნაციონალმა“ დეპუტატმა, გია უკლებამ.
ოპოზიციონერი დეპუტატის შეკითვას ქუთაისის მერი გამოეხმაურა. შოთა მურღულიამ უმცირესობის წარმომადგენელს ოკუპანტის ენაზე საუბარი დაუწუნა, ხოლო შემდეგ განმარტა, რომ ქუთაისში პარკირების ტენდერი ექსპერტების მიერ მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შემდეგ გამოცხადდება.
„არ გრცხვენიათ, ოკუპანტის ენაზე მესაუბრებით? ეს თანხები ისევე იქ მიდის, სადაც თქვენს დროს მიდიოდა. ნაწილი მიდის ბიუჯეტში და ნაწილი იმ ადამიანებთან, ვისთანაც თქვენ უფრო ახლოს ხართ,“ – განაცხადა შოთა მურღულიამ.
დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s