ქუთაისის ბიუჯეტს 21 მილიონი ლარი დაემატება

ქუთაისის ბიუჯეტში მიმდინარე წელს ცვლილებები განხორციელდება. რომლის თანახმადაც, ქალაქის ბიუიჯეტს 21 მილიონი ლარი დაემატება.
IMG_9393

აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ განაცხადა.
როგორც მურღულია განმარტავს, 15 მილიონი ლარი ქუთაისის ბიუჯეტს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მიმდინარე წლის 15 იანვარს მიღებული განკარგულების თანახმად დაემატა.
“15 მილიონი ლარი ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის დაიხარჯება.რეგიონებისთვის მთავრობამ სულ 34 ლარი მილიონი ლარი გამოჰყო, ხოლო ქუთაისისთვის 15 მილიონი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისი ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტია,”-აღნიშნა მურღულიამ.
მთავრობის დადგენილების თანახმადვე, მიმდინარე წელს, ქუთაისის “ტორპედოს” ბიუჯეტს ცენტრალური ხელისუფლებიდან 830.000 ლარი დაემატება.
ქუთაისის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, გასულ წელს ადგილობრივი თვითმართველობის მიერ დაზოგილი თანხებით, ასევე მრავალშვილიანი დედების დახმარების პროგრამის ბიუჯეტი გაიზრდება.
ქუთაისის საკრებულომ ქალაქის 2015 წლის ბიუჯეტი ხმათა უმრავლეობით გასული წლის 19 დეკემბერს დაამტკიცეს. რომლის მოცულობა, 47 მლნ 555 400 ლარით განისაზღვრა, რომელიც 2014 წლის სასტარტო ბიუჯეტთან შედარებით 3 მლნ 850 000 ლარით მეტია.
ანა ჯანაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s