წერეთლის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი – აკადემიურ საბჭოში მნიშვნელოვანი შრე მე მიჭერს მხარს

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიორგი ონიანი, რომელიც ამავე დროს ჩასატარებელი არჩვენებში ერთ-ერთი კანდიდატია განმარტავს, რომ მან აღნიშნულ არჩევნებში მონაწილების გადაწყვეტილება კოლეგების მხრიდან შეჯერებული აზრის საფუძველზე მიიღო. ონიანის თქმით, მისი თანამოაზრეები იმ აკადემიურ საბჭოს წევრებიც არიან, რომლებმაც ახალი რექტორი უნდა აირჩიონ.
10937700_882957055080309_43755052_n

“აკადემიურ საბჭოში არის რამდენიმე შრე. ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი შრე მე მიჭერს მხარს. არ ვამბობ, რომ ყველაფერი წინასწარ გადაწყვეტილია. თუმცა, მჯერა უმრავლესობა ამირჩევს”, – ირწმუნება “ქუთაისიპოსტთან” საუბარში გიორგი ონიანი.
ონიანის მიერ უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიისთვის წარდეგნილი ოთხწლიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით, პრიორიტეტული პროფესურისა და და შტატების გადახედვა, აკადემიური კადრების აღზრდა, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ასევე, უნივერსიტეტის განვითარებაზე საწვლების დონის მორგება იქნება.
“ვერ არ დავპირდები სტუდენტებს, რომ ლაშქრობებს დავუფინანსებ. თუმცა, ლაშქრობებიც იქნება. მაგრამ მთავარი ორიენტირი სწავლების ხარისხზე გაკეთდება”, – აღნიშნავს ყოფილი რექტორი.
გიორგი ონიანი აღნიშნული უნივერსიტეტის რექტორი 2005-2010 წლებში გახლდათ. მან რექტორობის ვადის ამოწურვამდე ორი თვით ადრე დაკავებული თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა. თუმცა, “ქუთაისიპოსტთან” საუბარში განმარტავს, რომ მას თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება საკუთარი ნებით არ მიუღია. ონიანის თქმით, მაშინ შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ მას ეს გადაწყვეტილება მიაღებინა.
“მთლად ჩემი ნებით არ გადავმდგარვარ. იმ დროს შექმნილი პოლტიკა საუნივერსიტეტო ცხოვრებაზეც აისახა. ამიტომ, ვამჯობინე, გავრიდებოდი ასეთ ვითარებას. მას შემდეგ ოთხი საანგარიშო წელი წავიდა. შეიცვალა პოლიტიკაც და შესაბამისად, უნივერსიტეტიც გათავისუფლდა ამისგან. ვერ ვიტყვი რომ აბსოლიტურად, მაგრამ მაინც”, – განმარტავს წერეთლის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი, გიორგი ონიანი.
უნივერსიტეტში 2005-2010 წლებში გიორგი ონიანის სახელს უკავშირდენდნენ ნეპოტიზმს, ფინანსურ დარღვევებს და გაცემულ ყალბ დიპლომებს.
“ეს ყველაფერი სიმართლე რომ ყოფილიყო, მაშინ არავინ არ მაპატიებდა. რაც შეეხება, ნეპოტიზმს, როცა საქმის გაკეთება გსურს, მაშინ შენი გუნდი უნდა გყავდეს, რომელსაც ენდობი და რომელიც პროფესიონალია”, – აღნიშნავს ონიანი.
წერეთლის უნივერსიტეტში ახალი რექტორის ასარჩევად აკადემიური საბჭო არჩევენებს მიმდინარე წლის 23 თებერვალს ჩაატარებს. 19 კაციანმა საბჭომ სასწავლებლის ხელმძღვანელი 4 წლის ვადით უნდა აირჩიოს. ონიანის გარდა, უნივერსიტეტის რექტორობა კიდევ სამ ადამიანს სურს, მათ შორის არის ქუთაისის ყოფილი მერი, დიმიტრი კოპალიანი, უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი ღავაძე და ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი შერმადინ მიქელთაძე.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s