ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი – დაცვის პოლიციელის საქმეზე მერიაში საუბარი არ ყოფილა

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახური უფროსი, ზვიად ჯავახია “ქუთაისიპოსტთან” საუბარში აცხადებს, რომ მერიის დაცვის თანამშრომლის სამსახურისდან გათავისუფლება-არგათავისუფლების საკითხი მერიაში არ განხილულა.
“ჩვენთან მსგავსი საუბარი არ ყოფილა. დაცვის სამსახური არ არის ჩვენს დაქვემდებარებაში,” – აცხადებს ზვიად ჯავახია.
შშს-ში კი უარყოფენ ინფორმაციას, დაცვის პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.
10942297_882482875127727_1244670765_n

უწყებაში განმარტავენ, რომ იმედა კირკიტაძე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
მერიის დაცვის პოლიციის წარმომადგენელბმა მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაცია საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატთან მომხდარი დაპირისპირებიდან მესამე დღეს გაავრცელა.
დაცვის პოლიციელის განცხადებით, სამსახური მისი მხრიდან დეპუტატისადმი თხოვნას შეეწირა, ავტომანქანა ქუთაისის ვიცე-მერის ავტომანქანის ადგილას არ დაეყენებინა, რაც თავის მხრივ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას ბრძანებას წარმოადგენს. პოლიციელის თხოვნას დეპუტატის გაბრაზება მოჰყვა. როგორც კირკიტაძე აღნიშნავს, დეპუტატი ჯერ პოლიციელის “პაგონებს” შეეხო, ხოლო შემდეგ მიუთითა, რომ იქ გენერალი ის იყო და ყველაფერს თავად წყვეტდა.
22 იანვარს, დაპირისპირებიდან რამდენიმე ხანში შსს-მ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.
როგორც შშს-ში განმარტავენ, სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
მეორე დღეს კი განმარტება თვით დეპუტატმა გააკეთა და განაცხადა, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ქონია პოლიციელისთვის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
“ზედმეტი არაფერი იყო, ამ ადამიანებმა არ იციან თუ რატომ არიან აქ,” – დვალიშვილის ამ განცხადებიდან, ორ დღეში, 25 იანვარს, ცნობილი ხდება, რომ დაცვის პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. იმედა კირკიტაძის განმარტებით, მერიიდან მისი გათავისუფლა და სხვა ობიექტზე გადაყვანა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსისა და მერის შეხვედრის შემდეგ გადაწყდა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s