მიმდინარე წელს ქუთაისში არსებულ შუქნიშნებს თანამედროვე სისტემის შუქნიშნებით ჩაანაცვლებენ. აღნიშნული ცვლილების ინიციატორი ქალაქის მერი, შოთა მურღულიაა. მისივე თქმით, ქალაქში ამ დროისათვის მოქმედი შუქნიშნები საკმაოდ მოძველებულია და გამოცვლას საჭიროებს.
“უკვე ჩამოტანილი გვაქვს ახალი შუქნიშნები და უახლოეს პერიოდში დაიწყება მათი დამონტაჟება,” – განაცხადა ქალაქის მერმა.
როგორც მურღულია აცხადებს, პირველ ეტაპზე არსებული შუქნიშნები შეიცვლება, ხოლო წლის ბოლომდე ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე დამატებითი შუქნიშნები დამონტაჟდება, რაც ქალაქში ავტომობილების მოძრაობის გადატვირთვას გამორიცხავს.
დეა მანაგაძე