ქუთაისში რუსთაველის გამზირზე მოსახლეობა ორმხრივი მოძრაობის გაუქმებას ითხოვს

ქუთაისში რუსთაველის გამზირზე, მოსახლეობა ორმხრივი მოძრაობის გაუქმებას ითხოვს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, რუსთაველის გამზირი ტრაგედიის ადგილად იქცა, რადგან აღნიშნულ ქუჩაზე დაშვებული ორმხრივი მოძრაობა გახშირებულ ავარიებს იწვევს.
photo

“ტრაგედიის ადგილია ეს ქუჩა, უკვე ვეღარ ვითვლით მერამდენე ავარია მოხდა. გასულ წელს, ალბათ 50 – მდე ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა ჩვენს ქუჩაზე, წელს კი უკვე ორი ავარია მოხდა, ერთ შემთხვევას მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ გართულებულია გადაადგილება, როგორც ქვეითებისთვის, ასევე ავტომანქანებისთვის, საათობით გვიწევს გადასასვლელთან დგომა. აღარ შეიძლება ასე გაგრძელება, გზის ვიწრო მონაკვეთია ამ ქუჩაზე და ორმხრივი მოძრაობა დაუშვებელია,”- ამბობენ რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებლები.
რუსთაველის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის გაუქმების მოთხოვნით, ადგილობრივები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.
ანა ჯანაშია

Leave a comment