„ევროპა ჩვენი სახლია“ – დეპუტატი დვალიშვილი ადამიანებზე თავდასხმებში სხვა დროსაც მონაწილეობდა

ორგანიზაციამ „ევროპა ჩვენი სახლია“ დემოკრტიის ჩართულობი ცენტრში ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციის დამფუძნებელი გია გოქაძე ბრიფინგით იმ ინციდენტს გამოეხმაურა, რომელიც ქუთაისის მერიაში მოხდა – საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატსა და დაცვის პოლიციელს შორის. გია გოქაძის თქმით, დეპუტატი კახაბერ დვალიშვილი მსგავს „აქტივობებში“ სხვა დროსაც შეიმჩნეოდა.
10942297_882482875127727_1244670765_n

გოქაძის ინფორმაციით, დვალიშვილი ზონდერჯგუფებთან ერთად 2012 წელს თავს დაესხა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, როდესაც ეს უკანასკნელი ქუთაისს სტუმრობდა. შემდეგ დვალიშვილმა იგივე აქტივობა განახორციელა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე.
„ევროპა ჩემი სახლიას“ დამფუძნებელმა ბრიფინგზე ამის დამადასტურებელი ფოტომასალაც წარმოადგინა.
ბრიფინგზე ისიც აღინიშნა, რომ კახაბერ დვალიშვილი 2013 წელს საკრებულოში შეიჭრა, როდესაც სხდომა მიმდინარეობდა და ჩაშალა პროცესი.
გოქაძის შეფასებით, დვალიშვილი არასახელმწიფოებრივი მიდგომებით გამოირჩეოდა ხელისუფლებაში მოსვლამდე და დვალიშვილი ამავე ფორმატში აგრძელებს მუშაობას. „როდესაც ვამბობდი, რომ ქუთაისი გადააქციეს საბატონო ადგილად, როგორც ჩანს მარტო ამით არ კმაყოფილდებიან, ფაქტია რომ არა მარტო ბატონებად გრძნობენ თავს, არამედ გენერლებად“ – აღნიშნა გია გიქაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება აღნიშნულ ინცინდენტს მიაჩუმათებდა და დაცვის პოლიციელი იმედა კირკიტაძე აღმოჩნდებოდა ცუდ დღეში, რომ რა ჟურნალისტებისა და საზოგადოების სხვა წევრების აქტიურობა.
გია გოქაძე მოუწოდებს კახაბერ დვალიშვილს, რომ ყველაზე უარეს მდგომარეობაში ბოდიში მოიხადოს, უკეთეს შემეთხვევაში კი დატოვოს დეპუტატის მანდატი.
კახაბერ დვალიშვილი აღნიშნულ ინციდენტსა და ბრალდებებზე გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებს.

ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s