“სენტა პეტროლიუმის სადგურებზე საწვავი 15-20 თეთრით იაფი იქნება”

კომპანია “სენტა პეტროლიუმი” ნავთობპროდუქტების ბაზარზე დაბრუნდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბაზარზე საკმაოდ დაბალი ფასებით შემოდიან.
1404733617900519

“ეს არ იქნება 2 და 3 თეთრით გაიაფება. ჩვენს სადურებზე სხვადასხვა სახის საწვავი, დაახლოებით, 15-20 თეთრით იაფი იქნება. ბათუმსა და ქუთაისში გახსნილ ჩვენს ავტოგასამართ სადგურებზე უკვე გაიაფებული ტარიფია. უახლოეს მომავალში კი თბილისში ვაპირებთ ავტოგასამართი სადგურის გახსნას,“ – აცხადებს „სენტა პეტროლიუმის” დამფუძნებელი დავით მიმინოშვილი.
„სენტა პეტროლიუმის“ ნავთობპროდუქტების ბაზარზე დაბრუნებისა და სამომავლო გეგემების შესახებ კომპანია პრეზენტაციას ხვალ, თბილისში, სატუმრო „რედისონში“, 19:00 საათზე გამართავს, სადაც საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია კომპანიის 20 წლიანი საქმიანობის შესახებ.
კომპანია „სენტა პეტროლიუმი“, საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე 1996 წლიდან ოპერირებდა. 2010 წლისათვის კომპანია საქართველოს მასშტაბით 50 ავტოგასამართ სადგურს, 3 ნავთობბაზას და 17 მიწის ნაკვეთს ფლობდა, სადაც ახალი ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა იგეგმებოდა. 2010 წელს კომპანიის წლიური ბრუნვა 170 მილიონი ლარი იყო.
“სენტა პეტროლიუმში” აცხადებენ, რომ 2011 წელს კომპანიის დანფუძნებლებს კეზერაშვილმა მუქარის შედეგად კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებაც 60 მილიონ დოლარზე მეტი იყო, 22 მილიონ დოლარად კომპანია „გალფის“ სასრგებლოდ დაათმობინა. ქონების ჩამორთმევის შემდეგ კომპანიის დამფუძნებლები დავით მიმინოშვილი და ზაალ იაკობაძე დააკავეს და პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ 6 მილიონი ლარის გადახდა მოსთხოვეს.
2012 წელს ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ „სენტამ“ სამართლიანობის აღდგენის მიზნით, პროკურატურას და სასამართლოს მიმართა. ამ ეტაპზე სასამართლოს ორი ინსტანციის მიერ სენტას სარჩელი დაკმაყოფილებულია და საქმის არსებით განხილვამდე „გალფის“ ბალნსზე მყოფი სადავო ქონება დაყადაღებულია. „სენტას“ მფლობელებს დაუბრუნდათ გირაოს თანხაც.
“მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესი ჯერ არ დაწყებულა „სენტა“ დაბრუნდა საწვავის ბაზარზე. უკვე მუშაობს ორი ავტოგასამართი სადგური ბათუმსა და ქუთაისში. ცოტა ხანში მათ თბილისიც დაემატება,” – აცხადებენ “სენტა პეტროლიუმში”.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s