ქუთაისის სპორტსკოლებში ხელფასების გაცემა საათობრივი დატვირთვის მიხედვით მოხდება

ქუთაისის სპორტსკოლებში მწვრთნელებისთვის ხელფასის გაცემა  საათობრივი სამუშაოს მიხედვით მოხდება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება  ქუთაისის საკრებულოს მეთერთმეტე რიგგარშე სხდომაზე მოხდა.
sakrebulo

„თუკი სკოლებში არის  ანაზღაურება საათობრივად, სპორსკოლებში რატომ არ უნდა ხდებოდეს ანალოგიურად.  არ შეიძლება ყველა მწვრთნელს ერთნაირი ოდენობის ხელფასი ქონდეს“, – განმარტა საკრებულოს სხდომაზე  ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ.
აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საკრებულოს „ნაციონალური მოძრობის“ წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია. უმცირესობის წარმომადგენლის, დავით გოგისვანიძის  განმარტებით, საათობრივი დატვირთვის მიხედვით ხელფასის გაცემა უსამართლობა.
„მაინეტერესებს  რა დაინეტერსებაა ამ სკოლებში. რატომ მაინცდამაინც  სპორტსკოლებში და არა მერიის მიერ დაქვემდებარებული სხვა ააიპებში“, – განმარტა გოგისვანიძემ.
აღნიშნულ კითხვაზე გოგისვანიძემ
მერიის იურიდიული განყოფილების უფროსისგან, ირაკლი გიორგაძისგან შემდეგი  განმარტება მიიღო. გიორგაძის თქმით, ეს არის კანონშესაბამისად განხორციელებული.  რაც შეეხება, სხვა ააიპებს, გიორგაძის განმარტებით, ცვლილების განხორციელება სხვაგანაც, ეტაპობრივად მოხდება.
თეკლე მორგოშია

   

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s