ბაღდათის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე გამგებობის წინ გამართულ აქციას ეხმაურება. როგორც ის ამბობს, მის წინააღმდეგ გამოსული ადამიანები აქციას ყოველგვარი მიზეზების გარეშე, თავიანთი პირადი ინეტერესების დასაცავად მართავენ.
“ამ ხალხის ბრალდებებს არანაირი რეალური მიზეზი არა აქვს. რა გადაწყვეტილებებზე ლარაპაკობენ მაშინ, როდესაც კონკურსის შედეგები ჩემთვის უცნობია. კომისიამ მართალია მუშაობა დაასრულა, თუმცა საბოლოო შედეგები ჩემთვის ჯერ არ არის გადმოცემული. ეს ადამიანები კი, რომლებიც აბსურდული ბრალდებებით გამოდიან მხოლოდ თავიანთი კლანის შენარჩუნებას ცდილობენ,”- ამბობს ირაკლი გეგშიძე “ქუთაისიპოსტთან” საუბარში.
ანა ჯანაშია