ბაღდათის გამგებელს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ და მისი თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.
ბაღდათის გამგებლის, ირაკლი გეგეშიძის იმპიჩმენტის მოთხოვნით, გამგეობის წინ სქროტესტო აქცია იმ კონკურსანტებმა გამართეს, რომლებმაც კომისიისგან უარყოფითი პასუხი მიიღეს.
მათი თქმით, გამგებელმა თანამდებობზე ახლობლები დანიშნა.
აქციის მონაწილეები ირაკლი გეგეშიძის გადადგომის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.
მათი თქმით, აღნიშნული პრობლემის შესაწვლის მოთხოვნით მათ უკვე მიმართეს პრემიერ-მინისტრს და საქმეს ანტიკორუფციული სამსახური სწავლობს.
ანა ჯანაშია