ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორი მოადგილის დანიშვნაზე – ორი ფრონტი უნდა გაიშალოს

ქუთაისის ოპერის თეატრში ახალი პოზიცია გაჩნდა. ოპერის თეატრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს მოადგილე ყავს. ეს თანამდებობა მაია პაქსაძემ დაიკავა (იგი „ნაციონალური“ მთავრობის პერიოდში ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ააიპ გაერთიანების ხელმძღვანელი გახლდათ).
opera

ოპერის თეატრში დირექტორის მოადგილის პოზიციის გაჩენის აუცილებლობას თეატრის დირექტორი თორნიკე მარჯანიშვილი მუშაობის ახალ პრინციპზე გადასვლით ხსნის. დირექტორის თქმით, ოპერის თეატრში დირექტორსა და მის მოადგილეს შორის ფუნქციების გადანაწილება მოხდება. დირექტორის მოადგილე სამეურნეო და ადმინისტრაციულ საკითხებს მოაგვარებს, დირექტორს კი საზოგადოებასთან ურთიერთობა, რეკლამის მოზიდვა და თეატრის შემოსავლების გაზრდაზე მუშაობა მოუწევს.
„ საქმემ გვაჩვენა ამ პოზიციის გაჩენის აუცილებლობა. უნდა გავზარდოთ ჩვენი შემოსავლები, რადგან ამაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. ამიტომ ორი ფრონტი უნდა გაიშალოს – ერთი ადმინისტრაციულ-სამეურნეო საკითხების კუთხით და მეორე საზოგადოებასთან ურთიერთობა და რეკლამის მოზიდვა, ანუ იმ სეგმენტის გააქტიურება, რითაც უნდა მოხდეს ჩვენი საკუთარი შემოსავლების გაზრდა“ , -აღნიშნა თორნიკე მარჯანიშვილმა
დირექტორი მაია პაქსაძის პროფესიონალიზმზე საუბრობს და მის დანიშვნასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს ეხმაურება. „პაქსაძის დანიშვნას მისცეს პოლიტიკური სახე. ადამიანის „ნაციონალობაზე“ აქცენტირებით სწორედ იმას ამტკიცებენ, რომ პოლიტიკური რეპრესიები უნდა იყოს ქვეყანაში და კარგი პროფესიონალი მხოლოდ იმიტომ უნდა დავიწუნოთ, რომ „ნაციონალური“ მთავრობის პერიოდში მუშაობდა“, – ამბობს მარჯანიშვილი.
ოპერის თეატრის დირექტორის მოადგილე სამხატვრო ხელმძღვანელმა, გოგი ჭიჭინაძემ დანიშნა დირექტორის რეკომენდაციით.
დირექტორის თქმით პაქსაძე თეატრში აქტიურ მუშაობას პირველი თებერვლიდან შეუდგება.
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s