წყალტუბოს 2 სოფლის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულებულია

დღეიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების, ცხუნკურისა და ყუმისთავის მოსახლეობას ერთმანეთთან დაკავშირების პრობლემა აღარ აქვთ. გამგეობის ინიციატივით დასრულდა 18 მეტრიანი ხიდის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც 10 337 ლარია.
profile

მდინარე სემზე ადგილობრივების სახსრებით გადებული ხიდი – ე.წ. ქვახიდა, შემოდგომზე, უხვი ნალექის დროს, წყალმა წაიღო და აქამდე ორი სოფლის მოსახლეობა, შემოვლითი – 6 კმ-იანი გზით უკავშირდებოდა ერთმანეთს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ყუმისთაველებს ახლობლების სასაფლაოები სოფელ ცხუნკურის ტერიტორიაზე აქვთ და ამ ხიდის მშენებლობა მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. სოფელში სულ 400 – მდე კომლია დასახლებული.
“2015 წლისთვის ცხუნკურის გამრიცხველიანება და ბეტონის გზის საფარის მოწყობა იგეგმება. სოფელში ცხოვრების პირობების გაუმჯობესება ჩვენი პრიორიტეტია,” – აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გენადი ბალანჩივაძე, რომელმაც სოფლის რწმუნებულთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დღეს ახლად დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s