ქუთაისის მერიაში სიჩქარის შემზღუდველ კუნძულებთან ქანდაკებების დადგმაზე ფიქრობენ

ქუთაისში შესაძლებელია ახალი ქანდაკებები გაჩნდეს, თუმცა ეს იმაზე იქნება დამოკიდებული როგორ მოეწყობა მოედნები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.
81_big

ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის განმარტებით გამარჯვების მოედნის ცენტრში, ბალახვნის ცენტრში, აბაშიძისა და რუსთაველის გამზირის კვეთაზე არსებულ სივრცეზე დაპროექტებულია სიჩქარის შემზღუდველი კუნძულების განთავსება.
„ამ წრიულ კუნძულებზე შესაძლებელია გავითვალისწინოთ რაღაც დეკორაცია ან ქანდაკება. ამის შესახებ ვფიქრობთ, მაგრამ იმ შემთხვევაში გაკეთდება, თუკი მონუმენტმა სატრანსპორტო საშულებების მოძრაობას და უსაფრთხოებას არ შეუშალა ხელი. ამიტომ ზოგადად ჩავდეთ თანხები ბიუჯეტში მერე რომ არ დაგვჭირდეს ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა“, – აღნიშნა მალხაზ ბასილაძემ.
სამსახურის უფროსის განმარტებით, თუკი აღნიშნული თანხა არ გამოიყენება ქანდაკებებისთვის, მაშინ იგი 6 ბარელიეფის (რამაზ შენგელიას, ჯანსუღ საკანდელიძის, გიგლა ონიანის, რობერტ ადამიას და ვლადიმერ სულავას ბარელიეფების) მოწყობას მოხმარდება.
2015 წლის ბიუჯეტის მიხედვით ქუთაისში სკულპტურული ქანდაკებების დადგმისა და დემონტაჟის პროგრამა ხორციელდება, რომლისთვისაც 100 ათასი ლარია გამოყოფილი.
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s