ქუთაისის ყოფილი მერი უნივერსიტეტის მართვას უცხოეთში მიღებული ცოდნით აპირებს

ქუთაისის ყოფილი მერი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი, დიმიტრი კოპალიანი “ქუთაისიპოსტთან” საუბარში თავის გეგმებსა და შეხედულებებზე საუბრობს. კოპალიანი ირწმუნება, რომ ის ძალიან კარგად იცნობს ქუთაისის უნივერსიტეტის ბაზას, რადგან წლების განმავლობაში, მისივე თქმით, ოჯახის წევრები უნივერსიტეტთან საქმით არიან დაკავშირებულნი.
dimtri

“ჩემი მიზანია, არა ქუთაისის უნივერსიტეტის ვიწრო პროფილით განხილვა და საგანმანათლებლო სისტემის სწავლის ადგილობრივ ნიშნულთან მიახლოება, არამედ წამყვანი უნივერისტეტების სტანდარტთან ეტაპობრივად დაახლოება. შესაბამისი ხარისხის ცოდნის მიცემა სტუდენტებისათვის და პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება. მომავლის საინფორმაციო ტექნოლოგიების შესწავლა, ინჟინერიის განვითარება და განსხვავებული დარგების ერთობლიობა, კვლევითი მიმართულებებისათვის ხელშეწყობა”, – განმარატავს დიმიტრი კოპალიანი.
რექტორობის კანდიდატის თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში უნივერსიტეტის განვითარებისთვის იმ ცოდნას გამოიყენებს, რომლებიც უცხოეთში მიიღო. თუმცა, კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე არ საუბრობს.
“ვიღებ პასუხისმგებლობას, პასუხი გავცე ნებისმიერი ჟურნალისტის ნებისმიერ კითხვას. ძალიან მალე ვიქნები ქუთაისში და გამოვქვეყნებ ჩემს პროგრამას”, – ამბობს ქუთაისის ყოფილი მერი და ამ დროისთვის რექტორობის კანდიდატი, დიმიტრი კოპალიანი.
რაც შეეხება დიმიტრი კოპალიანის ქუთაისის მერობის სამთვიანი პერიოდის შეფასებას, ყოფილი მერი შეფასებისგან თავს იკავებს: “თქვენ კარგად იცით, ქუთაისის პოლიტიკური რეალობა, ამიტომ თქვენის ნებართვით, თავს შევიკავებ პასუხიდან”, – ამბობს ქალაქის ყოფილ მერი.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალ რექტორს მიმდინარე წლის 23 თებერვალს 19 წევრიანი აკადემიური საბჭო აირჩევს. არჩევნებში დიმიტრი კოპალიანის გარდა, სამი კონკურსანტი მონაწილეობს: უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, გიორგი ონიანი, ქუთაისის მერობის კანდიდატი, შერმადინ მიქელთაძე და ამ დროისთვის მოქმედი რექტორი, გიორგი ღავთაძე .
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s