იპოთეკური სესხით დაზარალებულები – ჩვენს სახლებში ტერაქტები ხდება

“მთავრობას მაშინ ვჭირდებით როცა არჩევენებია. ყოველდღიურად ხდება ჩვენს ოჯახებში ტერაქტი, იპოთეკური სესხით დაზარალებულთა გამოსახლებების სახით. ეს ჩვენთვის ტერაქტია აბა რა არის?!- განაცხადეს დღეს ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში “იპოთეკით დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის” წევრებმა. მათი თქმით, თუკი ქვეყანა ევროპოსკენ მიდის, მაშინ ევროპული ქვეყნებიდან უნდა მოხდეს მაგალითის გადმოღება, თუ როგორ არის დარეგულირებული იპოთეკით დაზარალებულთა საკითხი.
“იპოთეკით დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის” წევრების განცხადებით, მათი მოთხოვნაა დაბალპროცენტიანი სესხები.
1

აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის, დარეჯან სულაქველიძის განმარტებით, იმერეთის რეგიონში ყოველდღიურად 2-3 ოჯახის გამოსახლება ხდება. მისივე თქმით, მთავრობამ დაზარალებულებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ალტერნატიული ფართი ან დაბალპროცენტიანი სესხი შესთავაზოს.
იპოთეკით დაზარებულები ირწმუნებიან, რომ მევახშეებს მთავრობაში მფარველობენ, რადგან ეს საკითხი ამდრომდე უყურადღებოდაა მთავრობის მხრიდან დატოვებული.
“იპოთეკით დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფში” იმერეთის მასშტაბით სულ 270-ზე მეტი ოჯახია გაერთიანებული.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s