ქუთაისის მერი სოციალური პროგრამების გაზრდილ დაფინანსებაზე – “სახელმწიფომ ადამიანი სასიკვდილოდ არ უნდა გაწიროს”

მიმდინარე წელს, ქუთაისის ადგილობრივ ბიუჯეტში სოციალურ პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხები გაიზარდა. გასულ წელთან შედარებით, ბიუჯეტიდან სოციალური მიმართულებით გამოყოფილმა დაფინანსებამ 348 ათასი ლარით მეტი შეადგინა.
რატომ გახდა საჭირო ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის ბიუჯეტის გაზრდა მიმდინარე წელს და რას მოუტანს ქალაქს სოციალურ პროგრამებზე თანხების მატება? – სოციალურ სამსახურში თანხების ზრდას მიზანმიმართული საჭიროებებით ხსნიან, თუმცა ეკონომისტების შეფასებით, აღნიშნული მიმართულებით თანხების დამატებით ხარჯვა ქალაქს კარგს არაფერს მოუტანს.
meria

2015 წლის ბიუჯეტში სოციალური პროგრამების დაფინანსება საერთო ჯამში 2 მილიონ 286, 000 ლარით განისაზღვრა, გასულ წელს კი თვითმმართველობა ამ მიმართულებით 1 მილიონ 938, 000 ლარი დახარჯა.
ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი გია ჩიჯავაძე “ქუთაისიპოსტთან” საუბარში, სოციალურ პროგრამებზე თანხების ზრდას სოციალურად დაუცველთა საჭიროებების მატებით ხსნის.
„ქუთაისში სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების რაოდენობა და მათ საჭიროებები იზრდება, ამიტომაც მოხდა სხვადასხვა პროგრამებზე თანხების მიზანმიმართულად ზრდა,“ – ამბობს ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი გია ჩიჯავაძე.
გასულ წელს, ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახური სულ 10 პროგრამას ახორციელებდა, მიმდინარე წელს კი სოციალური პროგრამებს რიცხვი 4-ით გაიზარდა.
2015 წელს, ახალი პროგრამების დამატების გარდა, დაფინანსება გაეზარდა მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებისა და მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამებს.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის გასულ წელთან შედარებით 170,000 ლარით გაიზარდა და 670 ათასი ლარი შეადგინა. რაც შეეხება მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას, 50 ათასი ლარით გაზრდილი დაფინანსების შედეგად მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი 250 ათას ლარს შეადგენს.
სოციალურ პროგრამებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების ზრდა, არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობისას ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას კრიტიკის საგანი იყო. თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს მას სხვა მოსაზრება აქვს.
“სახელმწიფომ არ უნდა გააზარმაცოს ადამიანი, მაგრამ სასიკვიდლოდაც არ უნდა გაწიროს. არც ერთი სოციალური პროგრამა არა ისეთი, რომელიც ადამიანს გააზაარმაცებს და ეტყვის, რომ შენ ახლა აღარ იმუშავო, წადი წამოწექი. ყველა პროგრამა რომელიც ხორციელდება სოციალურად დაუცველების საჭიროებებზეა მორგებული,” – აცხადებს შოთა მურღულია.
ადგილობრივი თვითმართველობის ბიუჯეტიდან სოციალურ პროგრამებზე თანხების ზრდასთან დაკავშრებით, ქალაქის მერისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ ეკონომისტებს.
მათი თქმით, მაშინ, როდესაც სოციალურ პროგრამებზე თანხებს სახელმწიფო ხარჯავს, არ არის მიზანშეწონილი ადგილობვირვი ბიუჯეტიდან სოციალურ პროგრამებზე თანხების ზრდა განხორციელდეს.
“სოციალური სფეროს დაფინანსება არ წარმოადგენს თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებას. უბრალოდ, არსებობს მისი კეთილი ნება, რომ ამ მიმართულებით გარკვეული თანხები გამოყოს და შეავსოს ის პროგრამები, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ ხორციელდება, ვინაიდან ეს სფერო არის სწორედ ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენცია. მე ვფიქორ, რომ ამ მიმამართულებით თანხების მნიშვნელოვანი ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობის მხრიდან არ არის მიზანშეწონილი და ქალაქს ეს კარგს არაფერს მოუტანს,“- ამბობს ეკონომისტი პაატა კლდიაშვილი.
ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვტილებით, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ორიენტირებულია ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით სახსრების ზრდისკენ. კერძოდ, ამ მიმართულებით 2015 წელს 2 მილიარდ 700 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება, აღნიშნული თანხის ფარგლებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 475 მლნ. ლარია განსაზღვრული.
ანა ჯანაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s