ქუთაისში ლეიკემიით დაავადებული მცირეწლოვნების დახმარების პროგრამა ამუშავდება

ქუთაისში ლეიკემიით დაავადებულთა დასახმარებლად ახალი პროგრამა მიმდინარე წელს ამოქმედდება.
ოჯახები, სადაც ლეიკემიით დაავადებული ადამიანები ცხოვრობენ, ფულად დახმარებას ყოველ თვეში მიიღებენ.
10731189_1524432874440458_1421707202528495820_n

აღნიშნულის შესახებ “ქუთაისიპოსტთან” ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსი გია ჩიჯავაძე საუბრობს. მისი განმარტებით ფულადი დახმარების ოდენობა ამ დროისთვის არ არის განსაზღვრული.
“0 დან 16 წლის პირებს, რომლებიც დაავადებული არიან ლეიკემიით, საჭიროებენ დახმარებას. ეს ადამიანები მკურნალობას გადიან თბილისში, შესაბამისად ესაჭირეობათ მუდმივი გადაადგილება და მედიკამენტები. ამიტომ გადავწყვიტეთ, გამოვძებნოთ რესურსები და ამ ადამიანებს ფინანსურად გარკვეულწილად დავეხმაროთ, პროექტი ამ ეტაპზე დამუშავების პროცესშია და უახლოეს მომავალში ამოქმედდება,”- ამბობს ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსი გია ჩიჯავაძე.
ქუთაისში სულ 11 ოჯახია, სადაც ლეიკემიით დაავადებულები დახმარებას საჭიროებენ.
ანა ჯანაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s