შოთა მურღულია – პრემიები გაიცემა დამსახურების მიხედვით და არა მასშტაბურად

ქუთაისის მერიაში პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის ახალი წესი ამოქმედდება.
პრემიების გაცემის ახალ მოდელზე ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ისაუბრა.
murgulia

„ქუთაისში ბოლო წლების განმავლობაში პირველად მოხდა, რომ საახალწლოდ მასშტაბური პრემიები არ გაიცა, იმიტომ, რომ მე მაქვს ჩემი შეხედულებები და პრინციპები ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, თანამშრომელი, რომელიც კარგად და მეტს იმუშავებს უნდა წავახალისოთ, მაგრამ პრემიები გაიცემა დამსახურების მიხედვით და არა მასშტაბურად ყველასათვის,“- განმარტა მურღულიამ.
მისივე თქმით, ქუთაისის მერიაში მოქმედ ყველა სამსახურს კვარტალში ერთხელ პრეზენტაციის გამართვა დაევალება. სადაც სამსახურის უფროსები წარადგენენ ანგარიშს თუ ვინ, როგორ შეასრულა დაკისრებული სამუშაოები.
“ამ შეხვედრებს აუცილებლად დაესწრებიან ჟურნალისტები და საერთო ჯამში მოწონებული შესრულებული სამუშაოების მიხედვით გამოიყოფა საპრემიო ფონდი. ასევე, ის თანამშრომლები, რომლებიც დამატებით შაბათ-კვირას მუშაობენ, მიიღებენ სახელფასო დანამატს” – ამბობს მურღულია.
პრემიებისა და სახელფასო დანამატების რაოდენობის განსაზღვრა და ახალი მოდელის ამუშავება ქუთაისის მერიაში კონკურსების დასრულების შემდეგ დაიწყება.
ანა ჯანაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s