საქართველოს მთავრობას არ აქვს ჰესების განვითარების და მშენებლობის სტრატეგია, თუ რატომ უნდა ავაშენოთ და რა სარგებელს მოუტანს ისინი საზოგადეობას – ამის შესახებ ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელმა, დავით ჭიპაშვილმა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე.
მისი თქმით, მთავრობა აშენებს ჰესებს, მაგრამ არ ამბობს ეს რისთვის უნდა.
“უბრალოდ მოუნდათ ობიექები, რომლებიც სტარტეგიული მნიშვნელობის იქნება, სავარაუდოდ თურქეთისთვის. სხვა სტრატეგია არ არსეობს. ეს კი ნამდვილად მიუღებელია”, – განმარტა დავით ჭიპაშვილმა.
შეხვედარზე, ასევე, საუბარი შეეხო ჰესების მშენებლობის მნიშვნელობაზე.
“საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკის შედეგად, ჰესების მშენებლობა საკმაოდ ძლიერ ზიანს აყენებს ბუნებრივ და სოციალურ გარემოს”, – განმარტეს შეხვედრაზე.
თეკლე მორგოშია