რატომ დაუჭირა მხარი ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე “რესპუბლიკელმა” წევრმა “ნაციონალ” დეპუტატს?

“თუკი მომინდება რაიმე საკითხის დაზუსტება და გამიჩნდება შეკითხვა, მაპატიეთ, მაგრამ არავის საქმე არ არის სად და როდის დავსვამ შეკითხვას”, – განაცხადა ქუთაისის სეკრებულოს დღეს გამართულ მე-12 რიგგარეშე სხდომაზე, საკრებულოს “რესპუბლიკელმა” წევრმა, რობიზონ წინკალაძემ.
sakrebulo

დეპუტატი ამ რეპლიკით თავის თანაგუნდელ, “რესპუბლიკელ” ნატალია ქათამაძეს გამოესარჩლა, რომლის შეკითხვებმა სხვა დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია. ქათამაძე უმრავლეობის წევრ დეპუტატებს ახსნა-განმარტებას გარევაჭრობის საკითხის რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე თხოვდა. აღნიშნული წესი საკრებულომ სხდომაზე დასამტკიცებლად გამოიტანა.
დეპუტატების უმრავლესობა იმაზე განაწყენდა, რომ საკრებულოს სხდომაზე ბევრი შეკითხვის დასმა არ უნდა ხდებოდეს.
“თუკი ვინმეს სურდა ამ საკითხის გარკვევა, ეგ შესაბამისი კომისიის სხდომაზე უნდა მომხადარიყო. თუ მაინცადამაინც ეს ტრიბუნა უნდა გამოიყენონ. ვფიქრობ, რეგლამენტი მეტად შეზღუდული უნდა იყოს”, – განმარტა საკრებულოს უმარველობის წევრმა, ლელა ქელბაქიანმა, რამაც “ნაციონალი” დეპუტატის, ბესიკ ბრეგაძის გაბრაზება გამოიწვია.
“მაშინ ამოვიღოთ იმ კომისიის სხდომის ვიდეო, სადაც კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ტოროშელიძემ ამის საშუალება არ მოგვცა და გვითხრა, რომ ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე გაგვერკვია. ახლა კი საუბარს არ გვაცლით”, – განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ.
“დიახ, ვეთანხმები ბრეგაძეს. ასე იყო”, – აღნიშნული რეპლიკით კოლეგას, ნატალია ქათამაძე დაემოწმა.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s