ქუთაისელი “რესპუბლიკელი” წევრი საკრებულოს თავმჯდომარეს -რატომ არ ატარებთ რიგით სხდომებს?

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა სხდომების გამართვის რეგლამეტი დაარღვია. აღნიშნულის შესახებ განცხადება,საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელმა, ნატო ქათამაძემ საკრებულოს ამ დროისთვის მიმდინარე რიგგარეშე მე-12 სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, არ უნდა ხდებოდეს საკრებულოს სხდომების ფორსმაჟორულ სიტრუაციაში გამართვა, რაზედაც საკრებულოს რიგგარეშე სხდომები მიანიშნებს.
10956085_886817561360925_272116276_n

“არ არის დასაბუთებული თუ რატომ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე სხდომა მაშინ, როცა არ ხდება რეგლამენტით განსაზღვრული რიგითი სხდომების გამართვა. რატომ არ ატარებთ რიგით სხდომებს?”, – საკრებულოს “რესპუბლიკელი” დეპუტატის ნატო ქათამაძის ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, საკრებულოს თავმჯდომარის ნაცვლად, მის მოადგილეებს, ბექა ყანჩელსა და ნიკოლოზ ლატარიას მოუხდა, რადგან დავით დვალი აღნიშნულ სხდომას არ ესწრება.
მოადგილეების თქმით, ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლება კარგად მუშაობს, რის გამოც ხშირად უწევთ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც საკრებულომ უნდა დაამტკიცოს და მიიღოს.
“ვინმეს აქვს ამის პრობლემა? ვფიქრობთ, ძალიან კარგად ვმუშაობთ და გვემუშავება აღამსრულებელი ხელისუფლებაც”, – განუმარტა ნიკოლოზ ლატარიამ კოლეგას. ასევე, აუხსნა, რომ საკრებულოს რიგითი სხდომებიც ტარდება, თუმცა თავად ქათამაძე არ ესწრება.
ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს რეგლამენტის თანახმად, რიგითი სხდომები ყოველი თვის ბოლო ოთხშაბათს უნდა ჩატარდეს. მიმდინარე თვეში რიგითი სხდომა არ ჩატერებულა. სამაგიეროდ, სამი რიგგარეშე სხდომა ჩატარდა.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s