ქუთაისის ვიცე-მერი შოთა მურღულიას მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ -ს ბრალდებებს ეხმიანება.
როგორც მიქიაშვილი განმარტავს, ბრალდებები, რომელიც ქუთაისის მერის მისამართით გააჟღერეს, უცოდინრობის გამოვლინებაა.
nodiko

“ეს ბრალდებები არის უცოდინრობის კიდევ ერთი გამოვლინება. არსებობდა ორი მიზეზი, რომელთა გამოც ქუთაისი ვერ მიხვდებოდა იმ ქალაქების სიაში სადაც 2017 წელს, საქართველოში ევროპის 19 წლამდე ასაკის ფეხბურთის ჩემპიონატი ჩატარდება.პირველი მიზეზი გახლავთ ის რომ, მოთხოვნა იყო ეს ქალაქები 80 კილომენტრის რადიუსით დაშორებული ყოფილიყო და მეორე ქუთაისში არაა ორი 132 ადგილიანი ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო და 2017 წლამდე ვერავის დავაძალებთ ასეთი სასტუმროები ააშენოს ქალაქში,”- განმარტავს ნოდარ მიქიაშვილი.
რასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“- ს წარმომადგენლებმა ქუთაისის მერს ბრალდებები წაუყენეს.target=”_blank”
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები ირწმუნებიან, ის ფაქტი, რომ 2017 წელს, საქართველოში ევროპის 19 წლამდე ასაკის ფეხბურთის ჩემპიონატი ქუთაისში არ ჩატარდება, შოთა მურღულიას “უმოქმედობის” ბრალია.
საქართველოში რამდენიმე დღის წინ დასახელდა ის 4 ქალაქი, (თბილისი, რუსთავი, გორი, მცხეთა) სადაც ჩემპიონატი ჩატარდება.
ევროპის 19 წლამდე ასაკის ფეხბურთის ჩემპიონატი საქართველოში 2017 წელს ჩატარდება და მასში მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებს, მათ შორის საქართველოს ნაკრები.
ანა ჯანაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s