ქუთაისში სოციალურად დაუცველებისთვის 4 ახალი პროგრამა ამოქმედდება-რა დახმარებებს ითვალისწინებს პროგრამები

მიმდინარე წელს, ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალურ მიმართულებით გამოყოფილ თანხებთან ერთად, სოციალური პროგრამების რაოდენობაც გაიზარდა.
გასულ წელს, ქუთაისის მერიის სოციალური სამსახური სულ 10 პროგრამას ახორციელებდა, მიმდინარე წელს კი სოციალური პროგრამებს რიცხვი 4-ით გაიზარდა.
meria

შინ მოვლის მომსახურეობა, ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრების და ლეიკემიით დაავადებულ მცირეწლოვანთა დახმარება, ასევე გუმათის ტერიტორაზე გაზიფიცირება, გამრიცხველიანება – ეს იმ ახალ პროგრამათა ჩამონათვალია, რომელსაც წელს, ქუთაისის მერიის სოციალური სამსახური აამოქმედებს.
როგორც ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახურში განმარტავენ, შინ მოვლის მომსახურეობა, სოციალურად დაუცველი მარტოხელა ასაკოვანი ადამიანების მოვლა-პატრონობას გულისხმობს. პროგრამის ბიუჯეტი 20,000 ლარს შეადგენს.
ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრების დახმარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების ოჯახის წევრები დახმარების სახით, კომუნალური გადასახადების დასაფარად ყოველ თვეში, 40 ლარს მიიღებენ, რაც ერთი წლის მანძილზე 480 ლარს შეადგენს.
პროგრამის ბიუჯეტი ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახურში 24,000 ლარით განისაზღვრა. აღნიშნული თანხით მიმდინარე წლის განმავლობაში მერია 50 ოჯახის დაფინანსებას შეძლებს.
ლეიკემიით დაავადებულ მცირეწლოვანთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობა, ასევე იმ ოჯახებს დაეხმარება, სადაც ლეიკემიით დაავადებული 0 – დან 16 წლამდე პირები ცხოვრობენ. სოციალურ სამსახურში განმარტავენ, რომ აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტის შედგენილი არ არის.
ხოლო გუმათის ტერიტორიაზე, გაზიფიცირება გამრიცხველიანებისთვის ქუთაისის მერია 20,000 ლარს დახარჯავს.
ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის უფროსის, გია ჩიჯავაძეს განმარტებით, ყველა ის ახალი პროგრამა, რომელიც წელს ამოქმედდება, სოციალურად დაუცველთა საჭიროებებზეა მორგებული.
“ქუთაისში სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების რაოდენობა და მათი საჭიროებები იზრდება, ამიტომაც მოხდა სხვადასხვა პროგრამებზე თანხების ზრდა და ასევე ახალი პროგრამების დამატება”, – ამბობს ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი გია ჩიჯავაძე.
2015 წლის ბიუჯეტში სოციალური პროგრამების დაფინანსება საერთო ჯამში 2 მილიონ 286, 000 ლარით განისაზღვრა, გასულ წელს კი თვითმმართველობამ ამ მიმართულებით 1 მილიონ 938, 000 ლარი დახარჯა.
2015 წლის 28 იანვრის მდგომარეობით, სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში, ქუთაისში რეგისტრირებული 4089 ოჯახია ფულადი შემწეობის მიმღები.
გასულ წელს, ქუთაისში ფულადი დახმარების მიმღებ ოჯახთა რაოდენობა 5000 შეადგენდა.
ანა ჯანაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s