ქუთაისი ღამით (ფოტო)

ფოტორეპორტაჟი “ქუთაისიპოსტი”-ს ობიექტივში ასახული ღამის ქუთაისიდან:
17 4
Continue reading

დღევანდელ ყოფას სწორედ ქაოსური ფორმა ასახავს – „შიზოგადოების“ პრეზენტაცია ქუთაისში

ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში პოეტ პაატა შამუგიას წიგნის „შიზოგადოება“ პრეზენტაცია გაიმართა. „შიზოგადოება“ პოეტის მეოთხე კრებულია. იგი გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა. კრებულის წარდგენა გამომცემლობის წარმომადგენლება მოახდინეს, რის შემდეგაც თავად პოეტმა წაიკითხა ფრაგმენტები პრეზენტირებული წიგნიდან.
პაატა შამუგიამ ასევე, რამდენიმე ფრაგმენტი შესთავაზა პუბლიკას ძველი კრებულებიდან. ავტორმა განმარტა მიზეზი, თუ რატომ უწოდა კრებულს „შიზოგადოება“.
ooo
Continue reading

“დაპარკინგებული პრივილეგია” და ნაძვის ხეებით დანიშნული ჩინოსანთა ადგილები (ვიდეო)

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ არსებული ავტომობილების სადგომი, 40-მდე ავტომანქანას იტევს. თუმცა, თვითმმართველობის ჩინოსანთა მანქანებისთვის განკუთვნილი ადგილები მისი მდებარეობის მიხედვით განსხვავებულია, ხოლო განმასხვავებელი ნიშანი და ადგილის უპირატესობა თანამდებობის პირთა რანგის პირდაპირპროპორციულია.
როგორ რეგულირებდება ავტოსადგომის ადგილების მიკუთვნება თანამდებობის პირებზე და განსაზღვრავს თუ არა პარკინგის ადგილი ჩინოსანთა პრივილეგიას? – ნახეთ ვიდეოსიუჟეტი:
ქუთაისის მერიის პარკირების ადგილები - YouTube
Continue reading

იდეოლოგიზებული ბავშვები და სასკოლო ღონისძიებები რელიგიურ-პატრიოტულ მოტივებზე

სასწავლო პროცესის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს სასკოლო ღონისძიებები წარმოადგენს, აღნიშნული ივენთები ზოგჯერ სცდება სკოლის ფარგლებს და საქალაქო ბიბლიოთეკების, ან თეატრების სივრცეს იკავებს, უფრო ფართო პუბლიკისთვის (მათ შორის მედიისთის) თავის გასაცნობად.
ამ დაწინაურებული ღონისძიებების უმეტესობა ერთმანეთს გავს, თემატიკით – ეროვნულ-რელიგიური, სულისკვეთებით – პატრიოტულ-მიწიწებითი და პათოსი – ზეაწეულ-პათეტიკური.
foto3
Continue reading

ჯართად ქცეული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქუთაისში – ვიდეო უკომენტაროდ

ქუთაისში საქალაქო სატრანსპორტო ხაზებზე ამორტიზებული და ჯართად ქცეული სატნასპორტო საშუალებები მუშაობენ. რა პირობებში უწევს მგზავრობა მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტით ქუთაისში?
transporti qutaisshi
ნახეთ ვიდეო უკომენტაროდ:
Continue reading

რუსუდან გოცირიძე – ბიბლიაში სიცილისა და სიხარულისთვის საკმაოდ დიდი ადგილია დათმობილი

როგორ ურთიერთობს იუმორი რელიგიასთან? უქმნის თუ არა საფრთხეს სიცილი და იუმორის სხვადასხვა გამოვლინება რელიგიურ სიწმინდეებს? რამდენად არის იუმორის ადგილი რელიგიაში?
იუმორისა და რელიგიის ურთიერთობაზე ქუთაისიპოსტს ესაუბრება ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე.
– არაერთხელ მსმენია ასე ვთქვათ, ბიბლიური ანეკდოტები თავად მორწმუნე საზოგადოების მხრიდან. ანუ მორწმუნეებიც “მღერიან და ხუმრობენ“. წარმოადგენს თუ არა სტერეოტიპს რომ ნამდვილი მორწმუნე მაინცადამაინც „მჭვუნვარე“ უნდა იყოს?
– ბიბლია, არ არის ანეგდოტების კრებული, მაგრამ სიცილისა და სიხარულისათვის საკმაოდ დიდი ადგილია დათმობილი. იგავთა წიგნში ვკითხულობთ: „მხიარული გული აჯანმრთელებს, დავრდომილი სული კი ძვლებს ფიტავს“ (იგავთა 17:22). სხვა თარგმანებში მხიარული გული სწორედ გამოხატულია, როგორც სიცილი.
1149475_604958216194333_828465618_o
Continue reading