დღევანდელ ყოფას სწორედ ქაოსური ფორმა ასახავს – „შიზოგადოების“ პრეზენტაცია ქუთაისში

ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში პოეტ პაატა შამუგიას წიგნის „შიზოგადოება“ პრეზენტაცია გაიმართა. „შიზოგადოება“ პოეტის მეოთხე კრებულია. იგი გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა. კრებულის წარდგენა გამომცემლობის წარმომადგენლება მოახდინეს, რის შემდეგაც თავად პოეტმა წაიკითხა ფრაგმენტები პრეზენტირებული წიგნიდან.
პაატა შამუგიამ ასევე, რამდენიმე ფრაგმენტი შესთავაზა პუბლიკას ძველი კრებულებიდან. ავტორმა განმარტა მიზეზი, თუ რატომ უწოდა კრებულს „შიზოგადოება“.
ooo

„მოგეხსენებათ შოზოფრენია ის ფსიქოლოგიური მოცემულობა, როდესაც ადამიანის პერსონა ორად არის გახლეჩილი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ქართული საზოგადოების მთავარი პრობლემა, სატკივარი. როდესაც რაღაც საერთო იდეაზე მოჭიდება ვერ ხერხდება და მუდმივად ვართ პოლარიზებულ მდგომარეობაში“, – აღნიშნა პაატა შამუგიამ.
შესაბამისად ამ მდგომარეობის პოეტური გააზრებების, ენობრივი თამაშების, ეთრო-რელიგიური სტერეოტიპების გააზრებების, ზოგადად – სოციალური პოეზიის მოსმენა მოუწია პოეზიის მოყვარულთ ბიბლიოთეკაში.
„შიზოგადოებით აღძრულმა“ პოეზიამ გარკვეული კითხვები გააჩინა და დარბაზში მსხდომნი კონვენციურ ლექსთან ავტორის დამოკიდებულებითაც დააინტერესა.
„დღევანდელ დღეს ყველაზე უკეთ ასახავს ქაოსური ფორმა. შეიძლება ყურისთვის უფრო სასიამოვნოა გარითმული ლექსი მოისმინოს, ან ფორმა და შინაარსი იყოს ლირიზმით დატვირთული, ასეთი პოეზიის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. უბრალოდ ეს არის ჩემი გამოხატვის ის ფორმა, რომელიც მგონია „ყველაზე ჩემი“, რომლის გარეშეც საკუათარ არსებობას ვერ მოვიაზრებდი“, – აღნიშნა პაატა შამუგიამ.
პოეტმა აღნიშნა, რომ პარალელურად პროზაშიც მუშაობს და წერს რომანს.
პაატა შამუგია ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატია პოეტური კრებულისთვის „დაუჯდომელი“.
პოეტის წიგნის „შიზოგადეობის“ პრეზენტაციას ქუთაისში ორგანიზება ბიბლიოთეკის თანამშრომელმა მარიტა ტყეშელაშვილმა გაუკეთა.
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s