ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ავტომობილში “წვიმს”

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურებრივი ავტომობილი, რომელიც თვის დროზე, ქალაქის ყოფილმა მერმა 48 ათას ლარად შეიძინა, დღესდღეობით მწყობრიდანაა გამოსულია.
mtavari

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დვალის სარგელბლობაში მყოფი ავტომობილის მდგომარეობის შესახებ, “ქუთაისიპოსტთან” დვალის პირადი მძღოლი, რევაზ კუტალაძე საუბრობს.
მისი თქმით, ავტომობილი მთლიანად გამოსულია მწყობრიდან და შეკეთებას არ ექვემდებარება.
“წვიმიან ამინდში ავტომობილში წყალი ჩამოდის და ფაქტიურად, მანქანაშიც წვიმს. მწყობრში არ არის მუხრუჭებიც, რის გამოც, არაერთხელ შეგვქმნია საავარიო მდგომარეობა. ეს მანქანა დიდი ისტორიების მომსწრეა, ერთხელ ცეცხლიც გაუჩნდა და უკვე შეკეთებასაც აღარ დაექვემდებარება,”-ამბობს რევაზ კუტალაძე.
22 3
ამორტიზებული ავტომობილი, რომლითაც დღეს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე გადაადგილდება, 2006 წლის გამოშვების “ტოიოტა ქამრია”
აღნიშნული ავტომობილის შეძენის გამო, 2007 წელს, ქუთაისის მაშინდელ მერს, ბაკურ ბალანჩივაძეს თანამდებობა დაატოვებიეს.
ამჟამად, ქუთაისის საკრებულოს სარგებლობაში მყოფი ავტომობილის ღირებულება 11 000 ლარამდეა შეფასებული.
ქუთაისის თვითმმართველობისა და იმერეთის გუბერნიის პირველ პირებს, ჯამში 281 000 ლარზე მეტი ღირებულების სამსახურებრივი ავტომობილები ემსახურებათ.
აქედან, ყველაზე ძვირადღირებული ავტომანქანით ქალაქის პირველი პირი, შოთა მურღულია სარგებლობს.
96 ათას ლარამდე ღირებულების ავტომობილი, რომლითაც ქალაქის მერი გადაადგილდება 2011 წლის გამოშვების ტოიოტა ლენდკრუიზერია.
ქუთაისისა და იმერეთის მხარის პირველი პირებიდან ვის რა ღირებულების, რა მოდელის ავტომობილი ემსახურება და როგორია ზღვარი კომფორტსა და ეკონომიას შორის? ნახეთ ვიდეოსიუჟეტი.
ანა ჯანაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s