ქუთაისი და უნგრეთის ქალაქი დამეგობრდნენ – ჩვენი ვალდებულებაა, მეტი ქალაქების დამეგობრება

ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ უნგრეთის ქალაქ სომბატჰეის მერი და სხვა წარმომადგენლები მიიღო. საქმიანი ვიზიტი ურთიერთანამშრომლობის მემურანდუმით განმტკიცდა.
14

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი შოთა მურღულიამ და სომბატჰეის მერმა, ტივადირ პუშკასიმ მოაწერა.
პიროვნული და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება, ისტორიული, კულტურული და ეროვნული ტრადიციების პოპულარიზაცია, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ორმხრივი გამოცდილების გაზიარება და საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების რეალიზება – სწორედ ამ საკითხებს ითვალისწინებს მხარეებს შორის დღეს გაფორმებული მემორანდუმი.
ქუთაისის მერის განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობა თავის მხრივ ცდილობს ევროპის ქვეყნები დაიმეგობროს.
“ქვეყნის პოლიტიკაა ევროკავშირში შესვლა. ამიტომაც ჩვენი ვალდებულებაა რაც შეიძლება მეტი ქალაქების დამეგობრება და მათთან ურთიერთობების დამყარება”, – განმარტა ქალაქის მერმა.
მისი თქმით, უნგრეთის ქალაქებთან მეგობრობა მომგებიანია ტურიზმის განვითარების მხრივაც. მერის განმარტებით, ზაფხულზე უნგრეთიდან ბევრს ტურისტს ელოდებიან.
“ჩვენ საქართველოსთან დიდხნიანი მეგობრობა გვაკავშირებს. ამიტომ, ვცდილობთ მეტი თანამშრომლობა გვქონდეს თქვენს ქალაქებთან”, – განმარტა შეხვედარზე სომბატჰეის მერმა ტივადირ პუშკასიმ.
უნგრეთის 8 წევრიანი დელეგეცია ქალაქში სამ დღეს დარჩება. ვიზიტის ფარეგლებში დღეს 18:30 საათზე მესხიშვილის თეტრში ქუთაისსა და უნგრეთის ქალაქის დამეგობრებისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s