ქუთაისში #31 საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება შეწყვიტა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე არსებულმა #31 საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა. ქუთაისის მერიის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ და განმარტავენ, რომ ბაღმა ფუნქციონირება ავარიული შენობის გამო შეწყვიტა.
10965740_888406967868651_1598393557_n

“შენობა არის ძალიან ძველი და მიუხედავას იმისა, რომ სარემონტო სამუშაოები არაერთხელ ჩაუტარდა, ზამთრის არდადეგების პერიოდში შენობას ბზარები გაუჩნდა.
10965636_888407124535302_585741787_n

10968206_888407211201960_903814649_n
ბავშვების უსაფრთხოების გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება სასწავლო პროცესი დროებით შეგვეწყვიტა,” – განაცხადა “ქუთაისიპოსტთან” საუბარში ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილემ, მაკა ნაცვლიშვილმა. მისივე ინფორმაციით, #31 საბავშვო ბაღის შენობას სამხარეულის ექსპერტიზის ცენტრის მიერ ექსპერტიზა უტარდება.
მოხდება თუ არა ბაღის შენობის რეაბილიტაცია ან დემონტაჟი, ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აღნიშნავენ, რომ ესპერტიზის შესაბამის დასკვნას დაელოდებიან და შესაბამის გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ.
#31 საბავშვო ბაღში 236 აღსაზრდელი სწავლობს, რომლებიც ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ნიკეას ქუჩაზე არსებულ #18 და #20 ბაღში გადანაწილდნენ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s